კალათბურთი

19:55 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ზაზამ” მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატის მონაწილე "ზაზამ" პლეი ოფში მოხვედრისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "რუსთავს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმის შემდეგ ,,ზაზა’’ერთი ქულის სხვაობით 34: 33 დაწინაურდა. მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ მასპინძელთა უპირატესობამ ანგარიშში ხუთ ქულას მიაღწია. დასკვნით მეოთხედში ,,ზაზამ’’ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და 63: 59 დაამარცხა მეტოქე.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სტუმართა გუნდის წარმომადგენელი ირაკლი წიქარიშვილი იყო, რომლმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა შორის 16 ქულითა და 19 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი ლუკა კალატოზიშვილმა აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111142