ფეხბურთი

17:51 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილმა მოლდოვურ "დაჩიაში" ითამაშა

ნუკრი რევიშვილი მოლდოვურ "დაჩიაშია" და გუშინ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა: მოლდოვურმა კლუბმა რუსეთის "უფასთან" 0:3 წააგო. ნუკრი ძირითადში იყო, პირველი ტაიმი ჩაატარა და ორი გოლი გაუშვა. `

როგორც იცით, რევიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოში" გახლდათ, რამდენიმე თვით დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატში და ისევ უცხოეთს მიაშურა. "დაჩია" მოლდოვის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა.

საწყენი კი არის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე "დინამოდან" ასეთ კლუბში რომ მიდის. საქართველოს საუკეთესო კლუბიდან მოლდოვის მეოთხეადგილოსანში... რას იზამ, კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული.

0.11303