ფეხბურთი

10:46 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძე: "დებიუტით კმაყოფილი ვარ"

პოლონეთის ექსტრაკლასაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა მათე ცინცაძეს - XXI ტურში "პოგონმა" შინ "პიასტს" 2:1 მოუგო და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. გამარჯვებულთა შორის, შეუცვლელად ითამაშა ცინცაძემ, რომელმაც ახალ გუნდში პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა.

მატჩის შემდეგ მათემ სოციალურ ქსელში საკუთარი დებიუტი შეაფასა:

"გახარებული ვარ, რომ ექსტრაკლასაში ჩემი პირველი ოფიციალური თამაში შედგა. რაც მთავარია მოვიგეთ. ჩემი აზრით, საუკეთესო მეორე ტაიმი ვაჩვენეთ. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ პოგონმა მოიგო და გუნდთან ერთად ყველამ კარგად ითამაშა. თამაშის ტემპს რაც შეეხება, ბუნებრივია, ბევრად მაღალი ტემპია საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვევი და დასახულ მიზნებს მივაღწევ", - დაწერა ქართველმა ნახევარმცველმა.

"პოგონი" 21 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა 29 ქულით.

0.116702