ფეხბურთი

13:16 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი ტრავმირებულია

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ჯორჯო კიელინი დაშავდა. 32 წლის ფეხბურთელმა ტრავმა გუშინ, “კალიარისთან” დაპირისპირების დროს მიიღო. თუ რა სიმძიმისაა გამოცდილი იტალიელის დაზიანება, ჯერჯერობით უნცობია. მას გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდგომ გახდება ცნობილი რამდენი ხანი მოუწევს მკურნალობა.

კიელინამდე “იუვენტუსის” ლაზარეთში კიდევ ერთი გამოცდილი მცველი იყო – ანდრეა ბარძალი.

წინასწარი ვარაუდით, ზემოთხსენებულმა ფეხბურთელებმა 22 თებერვალს, “პორტუს” წინააღმდეგ თამაში უნდა შეძლონ.

0.111442