ფეხბურთი

11:10 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "სევილია" VS "ლესტერი"

WORLDSPORT.GE განაგრძობს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების წარდგენას.
ამჯერად უკვე “სევილიასა” და "ლესტერ სიტის" შესახებ ვისაუბრებთ. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული თამაშის ირგვლივ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას 22 თებერვალს, ანუ, თამაშის დღეს მოგაწვდით.

მანამდე კი, “სევილია” – “ლესტერი” – ურთიერშეხვდერები, სტატისტიკა, საინტერესო ფაქტები, დეტალები, მწვრთნელთა და ფეხბურთელთა გზაჯვარედინები...

“ლესტერ სიტი” მერვედფინალაში პირველი ადგილით გავიდა, მაგრამ ევროპულ ასპარეზზე “სევილია” გაცილებით გამოცდილია. “სევილიელმა დალაქებმა” თავიანთ ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს ტურინის “იუვენტუსის” შემდეგ.

ურთიერთშეხვედრები

“სევილია” და “ლესტერი” აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

ფაქტები, სტატისტიკა

“სევილია”

“სევილიას” შანსი აქვს ევროპის მთავარ ტურნირზე მეოთხედფინალში პირველად გასვლას ეცდება 1957-1958 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ, ანდალუზიელებმა “რეალთან” წააგეს (0:8, 2:2).

“სევილია” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან აქამდე ორჯერ გავარდნა – 2008 წელს, “ფენერბაჰჩესთან” პენალტების სერიაში წააგო და 2010 წელს მოსკოვის ცსკასთან ორი მატჩის ჯამში – 2:3.

2016 წელს ევროტურნირებზე “სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” შვიდი თამაში ჩაატარა და ხუთი მოიგო. მათ შორის მიმდინარე სეზონში “ლიონთან” (1:0), ზაგრების “დინამოსთან” (4:0). ორი შეხვედრა კი, წააგო. ერთ-ერთი ჯგუფურ ეტაპზე “იუვენტუსთან” – 1:3.

“სევილიას” საკუთარ მოედანზე ინგლისურ გუნდებთან ერთადერთხელ წაუგია. 2015-2016 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტისთან” (1:3).

ევროტურნირების საპლეი-ოფო სტადიაზე თამაში კი, ნისლიან ალბიონის წარმომადგენლებთან ერთხელ მოუწია – 2006-2007 წლების უეფას თასის მეოთხედფინალში ლონდონის “ტოტენჰემს” აჯობა (2:1, 2:2).

“სევილიამ” 2006 წელს უეფას თასის ფინალში ინგლისური “მიდლსბრო” დაამარცხა 4:3, ხოლო შარშან ევროპა ლიგის ფინალში “ლივერპულს” აჯობა – 3:1.

“ლესტერ სიტი”

“ლესტერი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დებიუტანტია.

“ლესტერს” პირველ-ორ გასვლით მატჩში გოლი არ გაუშვია ჩემპიონთა ლიგაზე – “ბრიუგესთან” 3:0 და “კოპენჰაგენთან” 0:0. თუმცა, მესამე თამაში “პორტუსთან” 0:5 წააგო. იმ დროისთვის, “მელიებს” პლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.

ინგლისის მოქმედ ჩემპიონს ევროსარბიელზე ოთხჯერ მოუწია პლეი-ოფში თამაში და მომდევნო ეტაპზე ერთადერთხელ გავიდა. 1961-1962 წლების სეზონში “გლენავონი” ორი მატჩის ჯამში 7:2 გაანადგურა.

დანარჩენ სამ შემთხვევაში კი, ტურნირს დაემშვიდობა. მათ შორის, ორჯერ ესპანურ გუნდებს ვერ აჯობა. 1961-1962 წლების სეზონში “ატლეტიკოსთან” წააგო (1:1, 0:2) და 1997-1998 წლების სეზონში უეფას თასის პირველ ეტაპზე – ამჯერადაც “როხიბლანკოსთან”.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ესპანეთში “ვალენსიასა” (1997-1998, 2004-2005) და “ატლეტიკოს” (1999-2000) წვრთნიდა. “სევილიასთან” კი, ორჯერ აქვს წაგებული “ატლეტიკოსთან” ერთად 1:2 და “ვალენსიასთან” ერთად 1:2.

ბოლოს ევროტურნირების საპლეი-ოფო სტადიაზე რანიერის ესპანურ გუნდთან დაპირისპირება 1998 წელს მოუწია და “ესპანიოლი” ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა.

იმავე რანიერის 1992-1993 წლების სეზონში “ნაპოლის” თავკაცის რანგში “ვალენსია” ჰყავს დამარცხებული (5:1, 1:0), ხოლო 1997 წელს თასების თასის ნახევარფინალში “ფიორენტინასთან” ერთად “ბარსელონასთან” დამარცხდა (1:1, 0:2).

სტივენ ნ’ზონზის “ლესტერთან” სამჯერ უთამაშია: 2 მოგება, 1 წაგება.

სამირ ნასრის “სიტის” შემადგენლობაში “ლესტერთან” ორიდან ორი თამაში აქვს მოგებული.

ხიხონის “სპორტინგის” რიგებში ლუის ერნანდესი “სევილიას” წინააღმდეგ გააძევეს 2015 წლის დეკემბერში. შარშან აპრილში, კი, “დალაქებთან” 2:1 იმარჯვა.

ლეონარდო ულოას “სევილიას” წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია “ალმერიაში” ასპარეზობის დროს. სტუმრად 3:1 მოიგო, ხოლო შინ 0:1 წააგო.

სტევან იოვეტიჩს კასპერ შმეიხელისთვის გოლი აქვს გატანილი 2015 წელს მონტენეგროსა და დანიის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში. 2009-2010 წლების სეზონში კი, “ლივერპულთან” დუბლი შეასრულა (2:0).

იმავე იოვეტიჩს “ლესტერის” წინააღმდეგ არასდროს უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

კრისტიან ფუხსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანურ გუნდს, “რეალს” გაუტანა 2015 წელს (4:3). თუმცა, მომდევნო ეტაპზე მადრიდელები გავიდნენ (ორი მატჩის ჯამში 5:4).

ერთად უთამაშიათ

პაბლო სარაბისა და ლუის ერნანდესს (“რეალის” ახალგაზრდულ გუნდში).

სტივენ ნ’ზონზი და რობერტ ჰუტი (“სტოკ სიტიში”).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

მიშელ კრონ-დელი და კასპერ შმეიხელი (დანიის ნაკრებში).

“სევილია” – “ლესტერ სიტი”

22 თებერვალი, 23:45 საათი

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11672