ისტორია

9:57 | 10.02.2018 | ნანახია 834 - ჯერ

10 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1984- დაიბადა ზაზა ფაჩულია. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, სტამბოლის “ულქერის,” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ორლანდო მეჯიქის,” “მილუოკი ბაქზის”, “ატლანტა ჰოუქსისა” და "დალასის" მეფარე (212 სმ). “ულქერის” შემადგენლობაში 2003 წელს დაასახელეს ევროლიგის ერთ-ერთი ტურის საუკეთესო მოთამაშედ. 2009 წლის 8 ივლისს “ატლანტა ჰოუკსთან” გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებამაც 19.5 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში. გუნდთან ერთად 2009 წელს A დივიზიონის საგზური მოიპოვა, შემდეგ საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 2011 წლის კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობის უფლების მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ევროპის პირველობაზე ჩვენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად 12 საუკეთესოთა შორის მოხვდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაკეთებული აქვს 5400 ქულაზე მეტი და 4300 მოხსნაზე მეტი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900- შვედმა მოციგურავე, პეტერ ოსტლუნდმა, 500 მ დისტანციაზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (45,2).

1908- ტომი ბერნსმა სუპერმძიემე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯეკ პალმერი მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1926- ამსტერდამში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

1937- დანიელმა მოცურავე რანგჰილდ ჰვეგერმა 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (5:14.2).

1968- ჰეგი ფლემინგმა ოლიმპიადაზე ციგურებით ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვა.

1974- ჯუდი იკენბერიმ ქალთა შორის აშშ-ის პირველი მარათონული გარბენი მოიგო (2:55.17).

1981- თბილისის “დინამომ” იუგოსლავიის ქალაქ მოსტარში ლიუბლიანას “ოლიმპიას” 1:0 მოუგო. გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო” (მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, კოსტავა, ხიზანიშვილი, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია, თავაძე, ჯოხაძე (ჩქარეული), გუცაევი, ყიფიანი, შენგელია.

1981- ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 33-ე მატჩი ჩატარდა. კემპბელმა უელსს 4:1 მოუგო. შეხვედრა ლოს ანჯელესში შედგა.

1985- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 35-ე შეხვედრა გაიმართა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 140:129 მოუგო. მატჩი ინდიანაში მიმდინარეობდა.

1988- თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით, ლესელიძეში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის “კარლ მარქს შტადს” 1:0 მოუგო. გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა. “დინამო” (გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა): გაბელია, ფირცხალავა, ცვეიბა, ჭედია (გუბაზი), მიქაბერიძე, ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია, გურული, მესხი (ფანცულაია).

1989- ლენი უილკინსი. კალათბურთელთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1990- ტოკიოს სარბიელ “ტოკიო დოუმში” პროფესიონალ მოჭიდავეთა შეჯიბრებას 63 900 მაყურებელი დაესწრო.

1990- ბასტერ დუგლასმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მაიკ ტაისონი მეათე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1991- ეროვნულ საკალათბურთო ასიციაციაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 41-ე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 116:114 მოუგო. შეხვედრა შარლოტში გაიმართა.

1991- ჰოლანდიელმა მოციგურავე იოჰან კოოსმა 10 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (13:43.54).

1992- ბონი ბლეარმა ამერიკის ნაკრებს 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადის პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

1992- მაიკ ტაისონს დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურების ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

1993- ფინელმა მოცურავე იანი სიევინენმა 200 მ-ზე გულაღმა ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:55.59).

1994- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მალტის საერთაშორისო ტურნირზე შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყნის ნაკრებს 1:0 მოუგო. გოლი პენალტით თემურ ქეცბაიამ გაიტანა. საქართველო (ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა): ზოიძე, რევიშვილი, ცხადაძე (კაპიტანი), შელია (ბერაძე), კუდინოვი (სიდამონიძე), ყაველაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ქინქლაძე, ყიზილაშვილი. მატჩი ლა ვალეტას “ტა ქალის” სტადიონზე ჩატარდა და მას 12 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1996- IBM-ის DEEP BLUE კომპიუტერმა ჭადრაკში გარი კასპაროვი დაამარცხა.

1998- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, მალტის საერთაშორისო ტურნირზე, შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყანის ნაკრებს 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები მიხეილ ყაველაშვილმა (2) და გოჩა ჯამარაულმა გაიტანეს. საქართველო (ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: გვარამაძე, ჩიხრაძე (იაშვილი), შელია, სილაგაძე (ცქიტიშვილი), კალაძე (ხვადაგიანი), შეყილაძე, ჯამარაული (გახოკიძე), ნემსაძე (კაპიტანი), ქეცბაია, ქინქლაძე, ყაველაშვილი. მატჩი ლა ვალეტას “ტა ქალის” სტადიონზე ჩატარდა და მას 2,5 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

1998- ციგურებით ფიგურულ სრიალში, ოლიმპიურ ჩემპიონ პეგი ფლემინგს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა.

2003- ხორვატული საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას, თბილისის “დინამომ” ზაგრების “დინამოსთან” 2:4 წააგო. ქართველთაგან გოლები რატი ალექსიძემ და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. “დინამო” (გუნდს ივო შუშაკი წვრთნიდა): ზოიძე, შაშიაშვილი, ვაშაკიძე, ამისულაშვილი, კარლოსი (ხიზანეიშვილი), სახვაძე, გოგობერიშვილი, ანჩაბაძე (კვირკველია), დარასელია, ახალაია, ალექსიძე.

2005- ბერნარ ჰოპკინსი 2004 წლის პლანეტის საუკეთესო მოკრივედ აღიარეს.

2005- ზაზა ფაჩულია საკუთარ დაბადების დღეს კანადაში შეხვდა, სადაც მის გუნდს, “მილუოკი ბაქზს” “ტორონტო რეპტორზი” მასპინძლობდა. “ბაქზმა” 110:107 მოიგო. ფაჩულიამ 11 წუთში 4 ქულა მოაგროვა და 5 მოხსნა განახორციელა.

2005- საქართველოს მე-14 ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტურში, სოხუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების შეხვედრაში (74:145), თბილისელთა წარმომადგენელმა, გიორგი მარხვაშვილმა 63 ქულა მოაგროვა. მან ზუსტად 20 სამქულიანი ტყორცნა შეასრულა.

2005- ბრაზილიის კარიოკას შტატის ჩემპიონატში, “ვასკო და გამამ” “ფრიბურჟენსე” 4:1 დაამარცხა. ამ მატჩში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულმა 39 წლის რომარიომ, 2 გოლი გაიტანა. მანამდე ბრაზილიელმა ფორვარდმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება და მთელი 7 თვის განმავლობაში არ უთამაშია.

2006- იტალიური საფეხბურთო კლუბის, “უდინეზეს” მთავარ მწვრთნელად, ლორის დომინისინი დაინიშნა. მან ამ პოსტზე სერსე კოზმი შეცვალა.

2007- ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” სტუმრად “ფინიქს სანზი” 120:111 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 26 წუთში, 10 ქულა მოაგროვა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება განახორციელა.

2007- თბილისში მიმდინარე “დევისის თასის” ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ადგილი შეინარჩუნა. ირაკლი ლაბაძისა და ლადო ჩიხლაძის ტანდემს, ფრედერიკო ჟილისა და გასტაო ელიაშის წყვილთან პაექრობაში გასამარჯვებლად, სამი ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა და საბოლოოდ, 7:6 (8:6), 6:7 (7:9), 7:6 (7:4), 6:3 იმარჯვა. წინა დღეს ერთეულთა ორივე მატჩიც ქართველებმა მოიგეს.

2008- ძიუდოში პარიზის სუპერთასზე ქართველმა ფალავნებმა ერთადერთი მედალი მოიპოვეს. გიორგი ბაინდურაშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.

2008- განაში ჩატარებული აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალში ეგვიპტემ კამერუნს 1:0 მოუგო და ზედიზედ მეორედ მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი ნაკრების წოდება. სულ კი ეგვიპტელები სარეკორდოდ, მეექვსედ გახდნენ აფრიკის ჩემპიონები.

2009- ლონდონის “ემირეიტსის” სტადიონზე ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს იტალიას 2:0 სძლია.

2013- ვარლამ ლიპარტელიანი მეექვსე ქართველია, შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გიორგი გუგავასა და დავით ასუმბანის შემდეგ, ვინაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი, პარიზის “დიდი სლემი” მოიგო. ლიპარტელიანმა “დიდ სლემზე” ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე დამაჯერებლად მოიგო და ოქროსთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა და საერთო საპრიზო ფონდიდან 5 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

2013- საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძე იტალიის თასის მფლობელი გახდა. სიენას “მონტეპასკიმ”, რომელშიც “ვიკა” ირიცხება, ფინალურ მატჩში ფავორიტის სტატუსი გაამართლა და “ჩიმბერიო ვარეზეს” 77:74 სძლია. სანიკიძემ 22 წუთში 5 ქულა და 8 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) მოაგროვა.

2013- საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) ანკარაში, იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1893- უილიამ ტილდენი. ამერიკელი ჩოგბურთელი. “დიდი სლემის” ტურნირების ათგზის გამარჯვებულ;ი. დევისის თასის შვიდგზის ჩემპიონი.

1905- იოლტერ ბრაუნი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დამაარსებელი.

1926- დენი ბლენჩფლაუერი. ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” კაპიტანი. მონაწილეობდა 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში. 1961 წელს, “სპურზთან” ერთად ინგლისში დუბლი შეასრულა, 1958 და 1961 წლებში, ინგლისში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. წვრთნიდა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებსა და “ჩელსის”. მუშაობდა სპორტულ ჟურნალისტად. დენი ბლენჩფლაუერი 1993 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

1927- ლადისლაო (ლასლო) კუბალა. ნათამაშები აქვს სამი ქვეყნის (ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ესპანეთი) ნაკრებში. “ბარსელონას” შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ხუთჯერ დაეუფლა სამეფო თასს, ორჯერ მოიგო ბაზრობათა თასი. 1969-80 წლებში წვრთნიდა ესპანეთის ნაკრებს. 1992 წელს ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები ბარსელონას თამაშების ჩემპიონი გახადა.

1928- ჰანს ნილსენი. დანიელი მოკრივე. 1924 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში.

1929- ჰალგეირ ბრენდენი. ნორვეგიელი მოთხილამურე. 1952 და 1956 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1937- იური პოიარკოვი. საბჭოთა ფრენბურთელი. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მომდევნო თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1940- მერი რენდ-ბინალ-ტუმი. დიდ ბრიტანელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1950- მარკ სპიცი. ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე. 1968 და 1972 წლების ოლიმპიურ თამაშებზე, 11 მედალი მოიპოვა. სპიცმა განსაკუთრებით ტრიუმფალურად მიუნხენის თამაშებზე იასპარეზა, როდესაც 7 ოქროს მედალი მოიპოვა და ყველა დისტანციაზე სარეკორდო დროით გაიმარჯვა.

1955- ლუსია ჰარისი. ამერიკელი კალათბურთელი ქალი. 1976 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1964- სემ გრედი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მ დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1971- მარტი ნოთსტეინი. ველოსპრინტში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1976- ზაზა ჯანაშია. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, ზუგდიდის “ოდიშის,” თბილისის “შევარდენის,” “სამტრედიას,” მოსკოვისა და თბილისის “ლოკომოტივის” ფორვარდი. საქართველოს ნაკრების 9 მატჩში, 4 გოლი აქვს გატანილი.

1976- კარლოს ხიმენესი. ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი (201 სმ). ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის პირველობის მონაწილე.

1979- ჯუმეინ ჯოუნსი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მსროლელ-ფორვარდი (203 სმ).

1982- ზურაბ მამალაძე. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “სპარტაკის,” “ბორჯომის”, “ზესტაფონის” გოლკიპერი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი.

1984- დაიბადა ზაზა ფაჩულია. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, სტამბოლის “ულქერის,” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ორლანდო მეჯიქის,” “მილუოკი ბაქზის”, “ატლანტა ჰოუქსისა” და "დალასის" მეფარე (212 სმ). “ულქერის” შემადგენლობაში 2003 წელს დაასახელეს ევროლიგის ერთ-ერთი ტურის საუკეთესო მოთამაშედ. 2009 წლის 8 ივლისს “ატლანტა ჰოუკსთან” გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებამაც 19.5 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში. გუნდთან ერთად 2009 წელს A დივიზიონის საგზური მოიპოვა, შემდეგ საქართველოს ნაკრების მიერ ლიტვის 2011 წლის კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობის უფლების მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ევროპის პირველობაზე ჩვენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად 12 საუკეთესოთა შორის მოხვდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაკეთებული აქვს 5400 ქულაზე მეტი და 4300 მოხსნაზე მეტი. საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:06 | 10.02.2017
Buratino (3227)

ყველა ქომაგის სახელით ზაზას ვულოცავ დაბადების დღეს!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.081452