სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:42 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

უბრალო, მაგრამ ლეგენდა - ფილიპ ლამის კარიერის ხუთი გამორჩეული მომენტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლეგენდარული ფილიპ ლამი კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულებს. ამის შესახებ 33 წლის გერმანელმა თავად განაცხადა. ვერ ვიტყვით, რომ “ბაიერნის” მცველმა თავისი დრო უკვე მოჭამა, მაგრამ როგორც თავად თქვა, არ სურს კარიერა ცუდ ფორმაში მყოფმა დაასრულოს.

ფილიპ ლამს ბოლო ათწლეულში მართლაც გამორჩეული ადგილი ეკავა მსოფლიო ფეხბურთში. ბევრს წერტილის დასმა ცოტა ნაადრევადაც მიაჩნია.

თუმცა, ფილიპმა ასე გადაწყვიტა, მანამდე კი, გადავავლოთ თვალი ფილიპ ლამის ჩინებული კარიერის ხუთ გამორჩეულ მომენტს.

20 სექტემბერი, 2003 წელი. “შტუტგარტი” – “დორტმუნდი” 1:0, ბუნდესლიგა

ლამი კარიერას ასრულებს, როგორც “ბაიერნის” ლეგენდა, მაგრამ იგი მიუნხენურ გიგანტს თავის დროზე ორი სეზონით “შტუტგარტში ჰყავდა განათხოვრებული. მისი კარიერის განვითარება კი, დიდწილად 2003 წლის 20 სექტემბრის დამსახურებაცაა, როდესაც დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ფანტასტიკურად ითამაშა. 2003-2004 წლების სეზონში ლამი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...

22 აგვისტო, 2007 წელი. ინგლისი – გერმანია 1:2, ამხანაგური მატჩი

ლონდონის “უემბლის” სტადიონი რეკონსტრუქციის შემდგომ პირველ თამაშს მასპინძლობდა. მეორე ტაიმში ბერნ შნაიდერის მოედნიდან გასვლის მერე, ფილიპმა კაპიტნის სამკლავური მოირგო – იმ დღეს მან “ბუნდესნაკრებს” პირველად უკაპიტნა. გერმანიის ნაკრებს ლამი 2014 წლამდე უძღვებოდა.

25 მაისი, 2013. “დორტმუნდი” – “ბაიერნი” 1:2, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი

ლამი ლონდონში და “უემბლიზე” 2013 წელს დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო – კარიერაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად. “არასდროს დამღლის ამ თასის მოგება”, - აღნიშნა ფილიპმა თამაშის შემდეგ. იქვე დასძინა: “დანამდვილებით მსურს და ყველაფერს გავიღებ, რომ ეს ტიტული კიდევ მოვიგო”, - ლამს ამის გაკეთების შანსი წელს ბოლოჯერ მიეცემა.

2 ოქტომბერი, 2013. “მანჩესტერ სიტი” – “ბაიერნი” 1:3, ჩემპიონთა ლიგა

ხოსეპ გვარდიოლას “ბაიერნში” მისვლის შემდეგ ფილიპ ლამი მარცხენა/მარჯვენა მცველის პოზიციას გასცდა და რეგულარულად საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა. ახალ მოვალეობას გერმანელი თავს იმდენად დიდებულად ართმევდა, გვარდიოლამ მასზე თქვა: “ფილიპი ყველაზე ჭკვიანი მოთამაშეა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია”.

13 ივლისი, 2014. გერმანია – არგენტინა 1:0, მსოფლიო ჩემპიონატი, ფინალი

ეს ფილიპ ლამის ბოლო სანაკრებო თამაში იყო და კარიერის პიკიც. იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თანაც, კაპიტნის რანგში. მუნდიალის მოგების მერე, ლამმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება...

მაშინ, ფილიპ ლამი 31 წლის იყო. გავიდა ორი წელი, ახლა კი, ლეგენდას ფეხბურთიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11089
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X