ფეხბურთი

14:46 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რივალდოს შვილი "დინამოში" ითამაშებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რივალდოს შვილი, რივალდინიო კარიერას ევროპაში გააგრძელებს. 21 წლის შემტევი ამიერიდან რუმინეთში, კერძოდ, ბუქარესტის “დინამოში” ითამაშებს. ამის შესახებ რუმინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

რივალდინიოსთვის ევროპა უცხო არაა. თავის დროზე პორტუგალიურ “ბოავიშტასა” და იტალიურ “ლატინაში” ირიცხებოდა. ისე კი, მამამისივით ნიჭიერი ვერ გამოდგა, თუმცა ვინ იცის, ჯერ მხოლოდ 21 წლის გახლავთ...

0.11648