ფეხბურთი

13:18 | 5.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ლაიპციგის" დამარცხება 4 ბურთის სხვაობითაც შეგვეძლო"

"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა "ლაპიციგთან" მოგებული (1:0) ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა და მოწინააღმდეგის დამარცხება დიდი ანგარიშითაც შეეძლო.

"90 წუთის განმავლობაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. 1:0 მოვიგეთ, თუმცა შეგვეძლო 4:0 მოგვეგო. ძლიერად ვითამაშეთ და დაცვაშიც კარგად ვმოქმედებდით. "ლაიპციგი" მეორე ტაიმში ჩვენ კართან არ მივუშვით და საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ამ გამარჯვებით "დორტმუნდმა" "ლაიპციგთან" ქულათა სხვაობა რვამდე შეამცირა და 34 ქულა აქვს. ბუნდესლიგას კი "ბაიერნი" 46 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119754