ფეხბურთი

16:09 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიაჩესლავ გროზნი: "კიევის "დინამოს" ჩვენი ფეხბურთელები აინტერესებს"

თბილისის "დინამოს" უკრაინელმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა, რომ კიევის "დინამოს" ქართველი ფეხბურთელები აინტერესებს. უკრაინულ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში, გროზნიმ გვარებიც ჩამოთვალა: გიორგი პაპუნაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი და ბექა მიქელთაძე. გარდა ამისა, თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი, ბრაზილიელი რენე ფერეირაც ახსენა.

"კიეველებს აინტერესებდათ პაპუნაშვილი და რენე ფერეირა. ამბობდნენ, რომ შესაძლოა, კიევის "დინამოს" ისინი მიმდინარე შეკრებაზე წაეყვანა. რენეს აგენტმა სხვა კლუბში მოისურვა თავისი ფეხბურთელის წაყვანა. სადაა ბრაზილიელი, არ ვიცი... პაპუნაშვილს კი ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და თუ კიეველებს აინტერესებთ, შეუძლიათ საქმეში ნახონ: აქ შეკრებაზე, ასევე სანაკრებო მატჩებში. კიეველებმა ასევე მოხაზეს ლოჩოშვილისა და მიქელთაძის გვარები. ასაკის მიხედვით, მათ 19-წლამდელთა გუნდშიც შეუძლიათ თამაში. კიევის "დინამოსგან" ინტერესი სასიამოვნოა. ასევე არის საუბარი კიევის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელების თბილისის "დინამოში" გადმოსვლაზე. ჩვენ სიამოვნებით ავიყვანდით მოთამაშეებს "შახტარიდან" და "დნიპროდანაც", - განაცხადა თბილისის "დინამოს" თავკაცმა.

0.150368