ფეხბურთი

20:29 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაიეს საფრანგეთში დაბრუნება გადაწყდა

ინგლისური “ვესტ ჰემ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი დიმიტრი პაიე საფრანგეთის ლიგა 1-ში ბრუნდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და პაიე მარსელის “ოლიმპიკის” ფეხბურთელი გახდება. “ვესტ ჰემი” კი, ფრანგის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს.

პაიე ბოლო დროს “ვეტს ჰემიდან” წასვლის სურვილს საჯაროდ გამოხატავდა და გუნდთამ ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებდა. ყველაზე რეალურ ვარიანტად კი სწორედ “ოლიმპიკი” სახელდებოდა.

დიმიტრი პაიე “ვესტ ჰემში” 2015 წელს “მარსელიდან” გადავიდა პრემიერლიგაში ალღო უმალ აუღო. მანამდე მას სხვადასხვა დროს “ლილის”, “სენტ ეტიენისა” და “ნანტის” რიგებში უთამაშია. “ვესტ ჰემში” კი, სეზონნახევრის განმავლობაში 61 თამაშში 15 გოლი გაიტანა.

0.111064