ფეხბურთი

23:44 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა XVIII ტური: "ლაიპციგი" "ბაიერნს" მისდევს, "ჰოფენჰაიმმა" პირველად წააგო (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XVIII ტურის შემდგომ ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უცვლელი დარჩა – თავთავიანთი მატჩები მიუხენის “ბაიერნმაც” და “ლაიპციგმაც” მოიგეს და ფაქტია, რომ “ვერცხლის სინს” სწორედ ზემოხსენებული ორი გუნდი გაითამაშებს.

“ბაიერნს” 3 ქულა ადვილად სულაც არ მოუპოვებია – ბრემენში, აუტსაიდერი “ვერდერი” მედგრად დაუდგა მრისხანე მეტოქეს და ახლოს იყო მისთვის ერთობ უსიამოვნო ტრადიცია დაერღვია, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, პირველი ტაიმი კარლო ანჩელოტის ბიჭებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და სწორედ საწყის 45 წუთში ნაჩვენებ ფეხბურთს უნდა უმადლოდნენ, რომ გაიმარჯვეს. არიენ რობენმა და დავიდ ალაბამ ანტრაქტზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანეს თავისიანები. სხვათა შორის, რობენს ასისტენტობა ფრანკ რიბერიმ გაუწია. ასეთი რამ კი, ბოლოს 2015 წლის თებერვალში მოხდა. უკანასკნელად, რიბერი-რობენის კომბინაცია გოლით “კიოლნთან” ორი წლის დასრულდა. ავსტრიელმა მცველმა კი, თავის მხრივ საჯარმო დარტყმით იხეირა. აღსანიშნავია, რომ ალაბას ბუნდესლიგაში ბოლო 5 გოლიდან 4 სწორედ ჯარიმიდან აქვს გატანალი. მეორე ნახევარში “ვერდერმა” ბევრი იბრძოლა და დასაწყისშივე ერთი ბურთი გაქვითა. მაქს კრუსემ კარიერაში პირველად აიღო “ბაიერნის” კარი. თუმცაღა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ მოახერხეს. ზემოთ ბრემენელთათვის უსიამოვნო ტრადიცია ვახსენეთ და გეტყვით, რომ “ვეზერშტადიონზე” “რეკორდმაისტერმა” ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო.

“ბაიერნის” მსგავსად რთულ ბრძოლაში მოიპოვა სამი ქულა “ლაიპციგმა” – რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა ტურის ცენტრალურ მატჩში “ჰოფენჰაიმს” აჯობა – 2:1. შესაბამისად, “სოფლელებმა” საოცარი სერია დაასრულეს და მიმდინარე სეზონში მარცხი პირველად იწვნიეს. რაც სხვათა შორის, “ჰოფეს” მესამე ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა, რადგან “აინტრახტმა” გადაასწრო, რომელმაც გუშინ “შალკეს” გასვლაზე მოუგო. “რედ ბურლ არენაზე” განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება – თამაში ისე დაიწყო, თითქოს იულიან ნაგელსმანის გუნდს დღესაც არ უნდა წაეგო: მე-1 წუთზე ამირიმ დააწინაურა სტუმრები, მაგრამ “ლაიპციგმა” მობილიზება შესძლო და მეტოქის კარი ორჯერ აიღო. კვლავ გაიტანა ტიმო ვერნერმა, ვინც უკვე მიჯრით ხუთ საშინაო შეხვედრაში ახერხებს თავის გამოჩენას. მოკლედ, “ლაიპციგმა” კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მისი წარმატებული გამოსვლა შემთხვევითობა სულაც არ გახლავთ.

ზედიზედ ოთხმატჩიანი ფრეების სერია დიდებული თამაშით დაასრულა “კიოლნმა” - “თხებმა” ბოლო ადგილოსან “დარმშტადტს” მისსავე მოედანზე თავბედი აწყევლინეს და 6:1 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ “კიოლნმა” ბუნდელსიგის ერთ მატჩში 6 გოლის გატანა 1990 წლის შემდგომ პირველად მოახერხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მორიიგ ბურთი შეაგდო ენტონი მოდესტემ, ბუნდესლიგაში 48-ე და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ფრანგ გოლეადორებშია. იგი მხოლოდ ფრანკ რიბერის ჩამორჩება (72 გოლი).

არასატაბილურად თამაშს აგრძელებს ლევერკუზენის “ბაიერი” – “ფარმაცევტებმა” წინა ტურში ბერლინის “ჰერტას” შანსი არ დაუტოვეს, მაგრამ ამჯერზე შინ “გლადბახთან” ვერაფერი გააწყვეს. არადა, როჯერ შმიდტის გუნდმა თამაში დიდებულად დაიწყო და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ რად გინდა – მეორე ტაიმში დიტერ ჰეკინგის “ბორუსიამ” ფანტასტიკურად ითამაშა და შეხვედრა 3:2 მოიგო. დუბლით გამოირჩა სტინდლი, ვინც საგარეო მატჩში გოლი 2015 წლის აგვისტოს მერე პირველად გაიტანა. გამარჯვების გოლი კი, ბრაზილიელმა რაფაელმა ჩაიწერა თავის აქტივში. აქვე გეტყვით, რომ “ლევერკუზენმა” ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე 2:0-დან შეხვედრა 2008 წლის შემდგომ პირველად დათმო.

“ჰამბურგმა” უშუალო კონკურენტ “ინგოლშტადტთან” გასვლაზე ძალზე უნიათოდ ითამაშა და წააგო – 1:3. შესაბამისად, ამ გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს და ახლა გასავრდნ ზონას “ჰამბურგი” დაუბრუნდა.

ისევ წააგო “ვოლფსბურგმა”, რომელსაც საშველი არ უჩანს. არადა, “მგლები” უკვე მეოთხე წუთზე იგებდნენ მარიო გომესის გოლით, მაგრამ “აუგსბურგმა” თამაში შემოატრიალა და 2:1 მოიგო. სხვათა შორის, სტუმართა შორის ჰალილ ალტინტოპმა გაიტანა და “აუგსბურგის” ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე გოლი გაუტანია – თურქი თავდამსხმელმა ამის გაკეთება 34 წლის ასაკში მოახერხა.

დარმშადტი” – “კიოლნი” 1:6 (0:3) VIDEO

დარმშტადტი, “ბოლენფალტორი”

მაყურებელი: 17 400

“დარმშტადტი” (4-4-1-1): ესერი; სირიგუ, მილოშევიჩი (ჩოლაკი 68), სულუ, ჰოლანდი; ჰელერი, გონდორფი, ნიემეიერი, სამი; როზენტალი (ფედეცკი 46); ბოიდი (ვრანჩიჩი 74)

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

“კიოლნი” (4-4-2): კესლერი; ოლკოვსკი, სორენსენი, ჰეინტცი, რაუში (მაროჰი 56); კლემენსი, ჰოგერი, ჰექტორი, ბიტენკური (ჯოჯიჩი 74); ოსაკო, მოდესტე (რუდნევსი 50)

მწვრთნელი: პეტერ სტოგერი

გოლები: სულუ (32, ა.გ), 0:2 ოსაკო (37), 0:3 მოდესტე (42), 1:3 სამი (66), 1:4 ოსაკო (72), 1:5 ჯოჯიჩი (85), 1:6 რიდნევსი (89)

გაფრთხილება: მილოშევიჩი (31), ბოიდი (55) – მოდესტე (29), კლემენსი (41), რუდნევსი (65), ჰოგერი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 15 (8) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: რობერტ კამპკა

“ინგოლშტადტი” – “ჰამბურგი” 3:1 (2:0)

ინგოლშტადტი, “უადი სპორტპარკი”

მაყურებელი: 14 549

“ინგოლშტადტი” (5-4-1): ჰანსენი; ჰადერგი, მატიპი, როგერი, ბრეგერიე, სუტნერი; ლეჩკიე (იუნგი 43), მორალესი, კოენი, გროსი (ლეველსი 90); ლეზჩანო (ჰინტერესეერი 87)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): მატეინია; საკაი, პაპადოპულოსი, მავრაი, სანტოსი; ჰოლტბი, ოსტრზოლეკი (დიკმაიერი 46); ვალდშმიდტი (იუნგი 46), გრეგორიტში (მიულერი 68), კოსტიჩი; ვუდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 გროსი (14), 2:0 სუტნერი (23), 3:0 ჯოენი (47, პენ), 3:1 საკაი (63)

გაფრთხილება: პაპადოპულოსი (44), საკაი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 11 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მარკუს შმიდტი

“ლაიპციგი” – “ჰეფენჰაიმი” 2:1 (1:1)VIDEO

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 39 633

“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩსი; ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი; ზაბიცერი, ილსანკერი, დემე, კეიტა (კაისერი 90); ვერნერი (ხედირა 90), პოულსენი (სელკე 73)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი (შარი 46), ჰუბნერი; კადერაბეკი, დემირბაი, რუდი, ამირი (სჟალაი 76), ზუბერი; კრამარიჩი (უტი 63), ვაგნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 ამირი (18), 1:1 ვერნერი (38), 2:1 ზაბიცერი (77)

გაფრთხილება: პოულსენი (38). კომპრერი (84), სელკე (90) – ამირი (25), სჟალაი (88), ჰუბნერი (90)

გაძევება: ვაგნერი (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

“ვერდერი” – “ბაიერნი” 1:2 (0:2) VIDEO

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (5-4-1): ვიედვალდი; ბაუერი (ბარტლესი 71), ველიკოვიჩი, ლამინე, მოისანდერი, გარსია (კაინცი 81); კრუსე, იუნუზოვიჩი, დელანი, გნაბრი; პიზარო (ეგეშტეინი 19)

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ჰუმელსი, მარტინესი, ალაბა; კიმიხი, ჩაბი ალონსო; რობენი (კომანი 66), მიულერი (სანჩესი 62), რიბერი (დუგლას კოშტა 79); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 რობენი (30), 0:2 ალაბა (45), 1:2 კრუსე (53)

გაფრთხილება: ბაუერი (42), გარსია (72), იუნუზოვიჩი (75), ეგეშტეინი (90) – კომანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 13 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: საშა შტეგერმანი

“ვოლფსბურგი” – “აუგასბურგი” 1:2 (1:1)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 24 811

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; სეგუინი, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარდტი; გუილავოჯი (არნოლდი 81), ლუის გუსტავო; ვიეირინია (ბლაშჩიკოვსკი 73), მალი (მაიორალი 73), ნტეპი; გომესი

მწვრთნელი: ვალერიან ისმაელი

“აუგსბურგი” (4-1-4-1): ჰიტცი; ფრამბერგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, მაქსი; მორავეკი (კორი 40); უსამი (ტეიგლი 63), კოო, ალტინტოპი, დონგ ვონი; ბობადილია (კაჩარი 88)

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

გოლები: 1:0 გომესი (4), 1:1 ალტინტოპი (25), 1:2 კორი (70)

გაფრთხილება: ვიეირინია (69), ლუის გუსტავო (89) - მაქსი (10), კოო (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 12 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“ლევერკუზენი” – “გლადბახი” 2:3 (2:0) VIDEO

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 28 869

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი (იედვაი 65), ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბელარაბი (კისლინგი 77), არანგიზი (ჰავერტცი 65), კამპლი, ჩალჰანოღლუ; ჩიჩარიტო, ბრანდტი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; იანტშკე, კრისტენსენი, ვესტეგაარდი, ვენდტი; ჰოფმანი (დრმიჩი 90), კრამერი, დაჰუდი, აზარი (ჰანი 70); რაფაელი (ჯონსონი 85), სტინდლი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 ტაჰი (31), 2:0 ჩიჩარიტო (34), 2:1 სტინდლი (52), 2:2 სტინდლი (58), 2:3 რაფაელი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დენიზ აიტეკინი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 16 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 14, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 14, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 11, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 10.

თეგებიბუნდესლიგა
0.303657