ფეხბურთი

12:16 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სნოდგრასი "ვესტ ჰემის" ფეხბურთელია

ლონდონის “ვესტ ჰემმა” შოტლანდიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რობერტ სნოდგრასი შეიძინა. “ჩაქუჩების” ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სქოთი ფეხბურთელის სანაცვლოდ კი, “ჰალ სიტიმ” 10 მილიონი გირვანქა მიიღო.

რობერტ სოდგრასი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის აუტსაიდერის, “ჰალის” საუკეთესო ფეხბურთელ იყო - 24 მატჩში 9 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

მანამდე, სნოდგრასს “ნორვიჩისა” და “ლიდსის” რიგებშიც უთამაშია. შოტლანდიის ნაკრებში კი, 21 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109643