სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

19:53 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა - შვეიცარიელი მე-18 სლემს უმიზნებს (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს მე-17 ნომერმა, როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში თანამემამულე, მე-4 ნომერი შვეიცარიელი სტანისლავ ვავრინკა მძიმე ბრძოლაში 7:5, 6:3, 1:6, 4:6, 6:3 დაამარცხა, აღნიშნული ტურნირის ფინალში მეექვსედ გავიდა და შეეცდება მეხუთეჯერ გაიმარჯვოს.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველ და მეორე სეტში როჯერმა მეტოქეს თითო-თითო ბრეიკი გაუკეთა და 2:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ ვავრინკამ სამედიცინო შესვენება აიღო და აშკარად წაადგა. "სტანმა" მესამე სეტში მეტოქის ორ მოწოდებაზე იმარჯვა და სეტი მოიგო.

მეოთხე სეტი ვავრინკამ კარგად დაიწყო და როჯერის პირველივე მოწოდებაზე მოიგო. თითქოს სტანისლავის უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა როჯერმა შეძლო მობილიზება და უკუბრეიკის გაკეთება. მიუხედავად ამისა, ფედერერი მეცხრე გეიმზე დაბრეიკდა, სეტი დათმო და სამედიცინო დახმარების უფლება გამოიყენა. ბოლო გათამაშების დროს მეხუთე გეიმზე ვავრინკამ იბრძოლა, 15:40-დან ჩამორჩენა შეამცირა და თანაბარზე ერთხელ წინაც კი გავიდა, თუმცა ვერ შეძლო თანამემამულის გატეხვა. სამაგიეროდ, ფედერერმა შემდეგი მოწოდება ვავრინკას აართვა და ამის შემდეგ ფინალის საგზური იოლად მოიპოვა.

ფედერერი ახლა უკვე მე-18 სლემის მოგებას უმიზნებს. როჯერმა გასულ წელს უიმბლდონის ტურნირზე ითამაშა და მას შემდეგ ტრავმის გამო კორტზე ვერ გამოდიოდა. შვეიცარიელს დაბრუნება შთამბეჭდავი გამოუვიდა და დიდ სლემის ფინალში ოცდამერვედ გავიდა. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი "სტანს" უკვე 19:3 ამარცხებს.

ფედერერს ავსტრალიის ღია პირველობაზე 13 მარცხი და 86 მოგება აქვს. ფინალში შვეიცარიელი ან მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, ან მე-9 პოზიციაზე მყოფ რაფა ნადალს. როჯერი ბულგარელს ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს ამარცხებს, ხოლო ესპანელთან უარყოფითი ბალანსი (11:23) აქვს. თუ ფინალში ფედერერი გაიმარჯვებს, იგი ტოპ10 საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგში დაბრუნდება. ასევე, 35 წლის როჯერი კენ როზუოლის შემდეგ გახდება ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც დიდი სლემი მოიგო. ფედერერი დიდი სლემის ფინალში 2015 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ არ გასულა, ხოლო 2012 წლის უიმბლდონის მოგების შემდეგ კი დიდ ტურნირზე არ უმარჯვია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118001
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X