ფეხბურთი

19:45 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოპესი "ვილიარეალში" დაბრუნდა

ესპანელი ფეხბურთელი ადრიან ლოპესი "ვილიარეალში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. "პორტუს" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა პორტუგალიაში "დრაკონების" იმედი ვერ გაამართლა და ესპანეთში დაბრუნდა.

ლოპესი 2014 წელს "ატლეტიკოდან" "პორტუში" გადავიდა და ერთი წლის შემდეგ კლუბმა "ვილიარეალში" პირველად გაანათხოვრა. გასულ წელს ადრიანი გუნდს დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110923