ფეხბურთი

2:34 | 21.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე - მოგერიებული პენალტი, მშრალი მატჩი (+VIDEO)

გიორგი მაკარიძემ ძლიერად ითამაშა პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩში. "მორეირენსემ" სტუმრად 2:0 მოუგო "პასუშ დე ფერეირას" და დიდწილად სწორედ ქართველი მეკარის წყალობით.

მაკარიძემ 67-ე წუთზე პენალტი მოიგერია: დაბალ კუთხეში დარტყმული. გიორგიმ კიდევ სამჯერ მოახერხა რთული ბურთის აღება.

"მორეირენსემ" საჭირო სამი ქულა აიღო და ბოლოდან მეხუთე ადგილზეა. "პასუშ დე ფერეირაც" მისი ერთ-ერთი კონკურენტია.

0.110715