ფეხბურთი

15:10 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისი": შესაძლოა, კაჭარავა და ქეცბაია

ფამაგუსტის "ანორთოსისის" პრეზიდენტმა ანდრეას პანტელიმ კვიპროსულ პრესასთან ინტერვიუში გუნდის მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დაბრუნება არ გამორიცხა... ცნობისთვის, პანტელი ადრეც იყო "ანორთოსისის" პრეზიდენტი და სწორედ ქეცბაიასთან ერთად მუშაობდა.

ამჟამად "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში მეცხრე ადგილზეა, გუნდს რონი ლევი წვრთნის.

"ქეცბაიას დაბრუნება "ანორთოსისთვის" ოცნების ახდენა იქნებოდა. თემურს ეს კლუბი უყვარს, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. მომავალში, ერთ მშვენიერ დღეს, ქეცბაია ისევ მოვა "ანორთოსისში", მისი ადგილი აქ ყოველთვის იქნება" - განაცხადა პანტელიმ.

კლუბის ახალმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ნიკა კაჭარავას შესაძლო შეძენაზეც. კაჭარავა, როგორც იცით, "ეთნიკოსშია" და გოლები მრავლად გააქვს.

"ახლა შესაძლო ტრანსფერის განსჯას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ქართველი ფორვარდის ჩვენთან გადმოსვლა გაგვეხარდებოდა".

0.113188