ფეხბურთი

17:42 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ასეული: ნეიმარი პირველია, მესი - მეორე, რონალდუ - მეშვიდე

სპორტული კვლევების ცენტრმა CIES Football Observatory-მ მსოფლიოს ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ასეული დაასახელა. ცენტრის მონაცემებით, ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნეიმარია, რომელიც 246,8 მილიონ ევროდაა შეფასებული. მეორე ადგილს მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი იკავებს (170,5 მილიონი ევრო), მესამე კი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბაა (155,3).

ხუთეულში იმყოფებიან მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი (150,4) და “ბარსელონას” ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი (145,2).

126,5 მილიონით მეშვიდე ადგილზეა მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.

მეკარეებიდან ყველაზე ძვირად CIES-ის მონაცემებით “ატლეტიკოს” სლოვენიელი კიპერი იან ობლაკია შეფასებული (59,8), მცველებს შორის კი ექტორ ბელერინი (“არსენალი”, 70,3).

აქვე სრული სია:

0.102026