ფეხბურთი

21:17 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას “არკაში” გააგრძელებს. ამის შესახებ პოლონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 20 წლის ქართველმა ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

“ჩვენ მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. დარწმუნებულნი ვართ, ამ მოთამაშეს აქვს პოტენციალი და იმის შესაძლებლობა, რომ თავი გამოიჩინოს და გუნდს გამოადგეს”, - თქვა “არკას” სპორტულმა დირექტორმა ედვარდ კლეინდინსტმა.

ლუკა ზარანდია ბოლოს თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც 10 შეხვედრა ჩაატარა. მანამდე იგი, ბელგიურ “გენკში” ირიცხებოდა, მაგრამ ძირითადად მეორე გუნდში უწევდა თამაში. ზარანდია პოლონეთში ვაკო ყაზაიშვილის, ნიკა ძალამიძის, გიორგი მერებაშვილისა და მათე ცინცაძის შემდეგ მეხუთე ქართველია.

“არკა” ექსტრაკლასაში 20 ტურის შემდეგ 26 ქულით მერვე პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114225