ფეხბურთი

17:45 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძე: "მიუღწეველი არაფერია, მთავარია თავი არ დაზოგონ"

პოლონურ “პოგონში” გადაბარგებულმა მათე ცინცაძემ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ “დინამო” თბილისის ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთში კარგი გარემო დახვდა და გუნდში თბილად მიიღეს.

მისივე თქმით, “დინამო” ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და იქ მოთამაშე ფეხბურთელებს შეუძლიათ დიდი ფეხბურთი თამაშონ, მთავარია თავი არ დაზოგონო.

“ახალი წლიდან ჩავირიცხე "პოგონში". გუნდში მშვენიერი გარემო დამხვდა, არც მეგონა ესე თბილად და კარგად თუ მიმიღებდნენ. ამაში დიდი წვლილი ლადო დვალიშვილსაც მიუძღვის, რომელიც "დინამომდე" აქ თამაშობდა და ყველა მის შესახებ მეკითხება. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად მოვეწყე და პირობებით კმაყოფილი ვარ. "პოგონში" კი "დინამოდან" მოვხვდი. მე "დინამოში" შევიძინე გამოცდილება, ამ კლუბიდან გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოუხადო "დინამოს" ყველა წარმომადგენელს, რომელიც კლუბში მუშაობს და კლუბის პრეზიდენტს- რომან ფიფიას, რომელიც არაფერს იშურებს გუნდის წარმატებისთვის. გუნდმა აკადემიის აღსაზრდელებზე აიღო აქცენტი. "დინამოს" აკადემია კი მართლაც ერთ ერთი საუკეთესოა თავისი პირორბებით და გარემოთი, სადაც ყველა აღსაზრდელს შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მინდა მათ ვუთხრა, რომ მიუღწეველი არაფერია - მთავარია თავი არ დაზოგონ”, - უთხრა “დინამოს” საიტს ცინცაძემ.

შეგახსენებთ, მათე ცინცაძე პოლონურ “პოგონში” მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და გუნდთან 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.115451