ფეხბურთი

16:07 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გარინჩას შვილიშვილი ინგლისში ითამაშებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, გარინჩას შვილიშვილი კარიერას ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ბრენტფორდში” გააგრძელებს. ამის შესახებ ალბიონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 18 წლის ენკე იოჰანსონმა კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იოჰანსონი შვედეთშია დაბადებული და გაზრდილი, თუმცა ბრაზილიური ფესვები აქვს. 1958 წელს, შვედეთში გამართულ მუნდიალზე ლეგენდარულ ბრაზილიელს შვედ ქალბატონთან ჰქონია რომანი, იოჰანსონი კი, სწორედ მათი შთამომავალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112466