ფეხბურთი

18:28 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მარესკას ფეხბურთი მობეზრდა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ენცო მარესკამ სერია B-ს ბინადარ “ჰელას ვერონასთან” კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას ასრულებს. “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 36 წლის ნახევარმცველმა ბუცების ლურსმანზე დაკიდება გადაწყვიტა და სწორედ ამიტომ დატოვა “ვერონა”.

ენცო მარესკას საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშია. მისი პირველი გუნდი, რაც უნდა უცნაური იყოს, ინგლისური “ვესტრ ბრომვიჩ ალბიონი” გახლდათ, საიდანაც 2000 წელს ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, ენცომ ესპანურ “სევილიაში” გაატარა, რომლის ლიდერი 2005-2009 წლებში გახლდათ.

ესპანეთში მან ორჯერ მოიგო უეფას თასი, ერთხელ - ევროპის სუპერთასი. სხვათა შორის, 2006 წელს, უეფას თასის ფინალში “მიდლსბროსთან” დუბლი შეასრულა, ხოლო იმავე წელს, ევროპის სუპერთასზე “ბარსელონას” კარიც დალაშქრა.

გარდა ხსენებული კლუბებისა, მარესკას სხვადასხვა დროს “ბოლონიას”, “პიაჩენცას”, “ფიორენტინას”, “ოლიმპიაკოსის”, “მალაგას”, “სამპდორიასა” და “პალერმოს” რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114441