ფეხბურთი

0:00 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” 28 მილიონად ნიჭიერი იტალიელი დაიმატა

“ინტერი” და ბერგამოს “ატალანტა” შეთანხმდნენ, რომ 22 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი კარიერას მილანურ გრანდში გააგრძელებს. იტალიურ მედიაში ამბობენ, რომ ყველა დეტალი შეთანხმებულია და ახალგაზრდა ფეხბურთელი “ინტერთან” კონტრაქტს 12 იანვარს გააფორმებს.

მანამდე კი, 11 იანვარს, იგი “ატალანტას” რიგებში ბოლო მატჩს ჩაატარებს, იტალიის თასზე “იუვენტუსთან”. გალიარდინი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “ინტერში” იჯარით ითამაშებს, რომელიც “ნერაძურის” 2 მილიონი ევრო დაუჯდება. ზაფხულში კი, 23 მილიონს გადაუხდის “ატალანტას” და ნახევარმცველს სრულად გამოისყიდის.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ თანხას ბონუსის სახით მომავალში კიდევ 3 მილიონი დაემატება. ანუ, გამოვიდა, რომ “ინტერს” გალიარდინის ყიდვა ჯამში 28 მილიონი დაუჯდება.

რობერტოსთვის სერია ა-ში მიმდინარე სეზონი პირველია, თუმცა მაღალ დონეზე თამაშობს და “ატალანტას” კარგი ასპარეზობა მისი დამსახურებაცაა. სხვათა შორის, მისთვის “იუვენტუსიც” იბრძოდა. აქამდე მან 13 თამაში ჩაატარა ბერგამოში და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111133