ფეხბურთი

14:09 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძე: "დიდი მადლობა ლექსო თოფურიას, მაგრამ გუნდიდან მივდივარ"

თბილისის "ლოკომოტივს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს. გიორგი ფოფხაძემ Worldsport.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან, მაგრამ უახლოეს დღეებში გაწყვეტს.

"დიდი მადლობა უნდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, დიდ საქმეს აკეთებს კლუბისთვის. ასევე, მადლობა ფეხბურთელებს, ექიმებს, მასაჟისტებს. რატომ მივდივარ, ამის განვრცობა აღარ არის საჭირო" - გვითხრა ფოფხაძემ.

გიორგიმ შარშანდელი წელიწადი გაატარა "ლოკომოტივში", მანამდე კი არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, დანიის "ვიბორგში", ავსტრიის "შტურმში", პოლონეთის "იაგელონიაში"...

ფოფხაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115444