ფეხბურთი

23:28 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი რეხვიაშვილი "ლოკომოტივში" ითამაშებს

გიორგი რეხვიაშვილი თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა. 28 წლის რეხვიაშვილი, როგორც იცით, მარცხენა ცენტრალური მცველია, თუმცა ხშირად უთამაშია მარცხენა განაპირა მცველადაც.

რეხვიაშვილი ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა და კარიერაში ყველაზე კარგი მატჩებიც სწორედ ზემოიმერულ გუნდში ჩაუტარებია: კერძოდ, 2014 წლის ზაფხულში, როცა საჩხერელებმა ევროტურნირებზე ორი ეტაპი გადალახეს და მათ შორის, თურქული "ბურსასფორი" გამოთიშეს.

რეხვიაშვილი რუსთავში დაბადებულ-გაზრდილია, თავიდან "ოლიმპში" თამაშობდა, შემდეგ თბილისის "დინამოში" გადავიდა. ასევე უთამაშია ზუგდიდის "მგლებში" და თურქულ "ბოლუსფორშიც", სადაც მძიმე ტრავმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121269