ფეხბურთი

17:23 | 3.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი: “ახლა “ვალენსიას” დატოვება ყველა პროფესიონალს სურს”

ესპანური “ვალენსიას” ყოფილი მეკარე სანტიაგო კანისარესი ამ კლუბის უმთავრეს პრობლემად ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულ ნაბიჯებს მიიჩნევს და ამბობს, რომ ჩეზარე პრანდელის მსგავსად, ყველა პროფესიონალს სურს “ღამურების” რიგების დატოვება.

იტალიელი სპეციალისტი “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან, სამთვიანი მუშაობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ გადადგა, რითაც კლუბის ხელმძღვანელთა კრიტიკა დაიმსახურა. კანისარესი კი პრანდელის გადაწყვეტილებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.

“ვალენსიასგან” მაღალ სტანდარტებს მივეჩვიეთ, თუმცა ახლა ყველა პროფესიონალს სურს ამ კლუბის დატოვება. ეს ეხება პრანდელისაც. ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულობასთან გამკლავება შეუძლებელია” - აცხადებს კანისარესი, რომელიც "ვალენსიას" კარს 10 წლის განმავლობაში, 1998-2008 წლებში იცავდა, გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, თითოჯერ ესპანეთის სუპერთასი, უეფას თასი, ინტერტოტოს თასი და უეფას სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112495