ფეხბურთი

11:00 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეშფორდს ბილიჩი “ვესტ ჰემში” ეპატიჟება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის მარკუს რეშფორდის გადაბირება “ვესტ ჰემს” სურს. ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 19 წლის ფეხბურთელით შეტევის ხაზის გაძლიერებით პირადად ლონდონელთა თავკაცი სლავენ ბილიჩია დაინტერესებული. ხორვატი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მანჩესტერელებთან საერთო ენის გამონახვა მოხერხდება და რეშფორდი სეზონის ბოლომდე “ვესტ ჰემში” იჯარის წესით ითამაშებს. შეელევა თუ არა ახალგაზრდა შემტევს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, ჯერჯერობით უცნობია.

რეშფორდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მანჩესტერელთა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118399