ფეხბურთი

20:47 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

წლის საუკეთესო გუნდი - "ლესტერი", წლის ტურნირი - ევრო 2016

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო გუნდად "ლესტერ სიტი" დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა 110 ქვეყნის ჟურნალისტებმა მიიღეს და ხმების 20.71% (712 ხმა) ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა მიიღო. მეორე ადგილზე ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები (15.39%, 529) გავიდა, ხოლო მესამეზე - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" (11.2%, 385).

ასოციაციის წევრმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ტურნირად ევროპის ჩემპიონატი მიიჩნიეს. საფრანგეთში გამართული ტურნირი გაძლიერებული დაცვის ფონზე გაიმართა. ევრო 2016-მა ხმების 28.13% (967 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზე რიოს ოლიმპიური თამაშები გავიდა (25.6%, 880), ხოლო მესამეზე - ევროპის მძლეოსნობის პირველობა (13.39%, 426).

0.122023