ფეხბურთი

16:50 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსის აპოელი და პოზნანის "ლეხი" - კაჭარავას მსურველები

ნიკა კაჭარავას შეძენა რომ კვიპროსის წამყვან კლუბებს სურთ, ამაზე ადრეც ვწერდით. აი, კვიპროსულ პრესაშიც დაიწერა აპოელ-ის მხრიდან დაინტერესებაზე. გარდა ამისა, worldsport.ge-სთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთ შესაძლო ვარიანტზე - კაჭარავას შეძენა პოლონურ პოზნანის "ლეხს" სურს...

როგორც იცით, ნიკა კვიპროსულ "ეთნიკოსშია" და მიმდინარე სეზონში 9 გოლიც გაიტანა, თანაც, ლამაზი გოლები. დიდია ალბათობა იმისა, რომ ნიკამ იანვარშივე დატოვოს ეს კლუბი.

აპოელი ბოლო წლებში კვიპროსის საუკეთესო კლუბია და რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდეც მიაღწია. რაც შეეხება "ლეხს", პოლონეთის მიმდინარე ექსტრაკალაში მეხუთე პოზიციაზეა...

0.114919