ფეხბურთი

0:30 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამავით “ლივერპული” და “მარსელი” ინტერესდებიან

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მარცხენა მცველით ჟორდან ამავით “ლივერპული” და “მარსელი” ინტერესდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.

22 წლის ფეხბურთელი მძიმე ტრავმის შემდგომ, ფორმაში მალევე შევიდა და ჩემპიონშიფში ძალიან კარგად გამოიყურება, რაც ძლიერი გუნდების სკაუტებს არ გამორჩენიათ და მის მიმართ ზემოთ ნახსენებ კლუბებს სერიოზული ინტერესი აქვთ.

ჟორდანს “ასტონ ვილასთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და 8.5 მილიონ ევროდაა შეფასებული. მან მიმდინარე სეზონში ბირმინგემული კლუბის მაისური 17-ჯერ მოირგო და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110308