ფეხბურთი

19:20 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ კასერესი ფეხბურთს უბრუნდება

ურუგვაის ნაკრების მცველი მარტინ კასერესი ფეხბურთს უბრუნდება. Radio 1010-ის ინფორმაციით, 29 წლის მცველი ახლოსაა მონტევიდეოს “ნასიონალთან” კონტრაქტის გაფორმებასთან. ხელშეკრულების პირობები კი, ამ დროისთვის უცნობია. ისე კი, კასერესი თავისუფალი აგენტია და მის მომავალ გუნდს თანხის გაღება მხოლოდ ხელფასის სახით მოუწევს.

მარტინ კასერესი ბოლოს ტურინის “იუვენტუსში” თამაშობდა, რომელიც გასულ ზაფხულს დატოვა და იქედან მოყოლებული უგუნდოდაა.

კასერესმა “იუვენტუსში” 2009-2010 და 2012-2016 წლებში 100 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129363