ფეხბურთი

19:19 | 23.12.2016 | ნანახია 4888 - ჯერ

“დინამოში” საკადრო ცვლილებებია

საქამრთველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ “დინამო” თბილისში მატებაა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, ამიერიდან კლუბის ღირსებას ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიცავს: 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა, რომელიც აქამდე “ცხინვალში” ირჯებოდა. 22 წლის მცველი გია ჩადუნელი ლანჩხუთის “გურიადან”, 23 წლის მცველი საბა თავაძე “საპოვნელაში” გამოდიოდა.

ასევე, “დინამოს” გორის “დილადან” დაუბრუნდა მეკარე გიორგი ბეგაშვილი, ხოლო 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ არსებული ხელშეკრულება ერთი წლით გაახალგრძლივა. დანარჩენ ზემოხსენებულ ფეხბურთელებთან კი, სამწლიანი კონტრაქტები გაფორმდა.

გარდა მომსვლელებისა, გუნდი დატოვეს უჩა ლობჟანიძემ, ზაზა ჭელიძემ, აკაკი ხუბუტიამ და გიორგი ლომაიამ. ამ უკანასკნელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “დინამო” ჯაბა ჯიღაურმა, ვლადიმერ დვალიშვილმა, ნუკრი რევიშვილმა და რენე ფერეირამაც დატოვეს.

Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:15 | 24.12.2016
Mr_gr (1362)

ყველაზე ტიტულოვანით რომ არ დაიწყოთ სხვა სივის მსალა არ გაქვთ?

00:29 | 24.12.2016
GIO-JUVE+KICHA+DEL PIERO (1033)

ინტერტოტო მინც იყოს მარა იქაც ვე მოხვდებოდნენ კოლხეთი გაარღვევდა ან ვინმე პროსტა ფიფიას უნდა ურტყა სობელი იმენა გვერდულად ლოყებზე ,მაგის ტევზი დ.ვყენე მე:@

23:52 | 23.12.2016
Torres9 (12648)

ზესტაფონი აზერბაიჯანის ჩემპიონატში აპირებს გადასვლასო და მართალია?

23:35 | 23.12.2016
vasilich (1440)

ზესტაფონი დააბრუნეთ!!!

+1

22:48 | 23.12.2016
samartali+ (968)

ზესტაფონი დააბრუნეთ!!!

21:25 | 23.12.2016
Torres9 (12648)

დინამოსთვის რამდენად მისაღებია ამ დონის ფეხბურთელები ეგ ცალკე საკითხია,მაგრამ ჩადუნელს წარმატებები,ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გურიაში

20:43 | 23.12.2016
bexo77 (352)

ლობჯანიძე დვალიშვილი და ნახევარი ნაკრები რომ შეკრიბა მაშინ არაფერი გამოუვიდა დინამოს და ამ სასტავით არამგონია რამე გამოუვიდესს...

20:09 | 23.12.2016
სანდრო მელუა (438)

20:02 | 23.12.2016
LA.paata (757)

ლიგაზე გაუჭირდებათ ცოტა, მარა ევოპა ლიგის 1/2 ფინალში ნაღდი გამსვლელები არიან...

20:00 | 23.12.2016
LA.paata (757)

დაანებეთ ფიფიას თავი, ჯერ ძიებაშია კაცი....აი ერთ 20-35 წელში რაგაც გამოუვა..

19:56 | 23.12.2016
Buratino (3264)

მოკლედ რომ ვთქვათ, ფიფიამ "დინამო" საბოლოოდ გააბახა, უფრო სწორად საბავშვო ბაღად აქცია

19:38 | 23.12.2016
ilia_juventus (1130)

ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ ესენი.. გეშინოდეთთ

20:40 | 23.12.2016
ogafa (8029)

ყოჩაღ

სტატისტიკა
0.191617