ფეხბურთი

16:58 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძემ “სილკებორგთან” გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ “სილკებორგთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც დანიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფორვარდი სკანდინავიაში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება.

“წინა წელთან შედარებით წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი და იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება. “სილკებორგი” ამჟამად ჩემთვის საუკეთესო ადგილია, სადაც შესაძლოა, ჩემი კარიერა კიდევ უფრო განვითარდეს”, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდგომ.

დავით სხირტლაძე დანიაში 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს, თუმცა “სილკებორგის” ღირსებას ერთი წელია იცავს. ამ დროში მან 35 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი, “ორჰუსში” ჩატარებულ 83 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

დავით სხირტლაძეს გასულ შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, როცა ავსტრიის ნაკრებთან შეცვლაზე ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112724