ფეხბურთი

22:54 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ჩემპიონობისთვის ფინალი მიუნხენში (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონის ვინაობა წლის ბოლო ტურში გაირკვევა. მაშინ, როდესაც “ალიანს არენაზე” ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები, “ბაიერნი” და “ლაიპციგი” დაუპირისპირდებიან. უაღრესად საინტერესო მატჩი 21 დეკემბერს გაიმართება.

მანამდე კი, მიუნხენის “ბაიერნმა” ძალიან მძიმე სამი ქულა ქულა მოიპოვა დარმშტადტში, სადაც ადგილობრივ გუნდს დუგლას კოშტას ბრწყინვალე გოლით 1:0 მოუგო. არადა, თითქოს, კარლო ანჩელოტის გუნდს მაინცდამაინც არ უნდა გასჭირვებოდა აღნიშნული მატჩის მოგება – “დარმშტადტი” ხომ უიმედო აუტსაიდერია და ბოლო ადგილზეა დალექილი. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და რომ არა, ბრაზილიელი ვინგერის საოცარი გოლი 35 მეტრიდან ვინ იცის, ეგებ ახლა “ლაიპციგი” ისევ ერთპიროვნული ლიდერი ყოფილიყო. “ბაიერნსა” და “ლაიპციგს” ამჟამად თანაბარი ქულები აქვთ და წინ ერთი ტურია კიდევ დარჩენილი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიუნხენში ერთმანეთს შეხვედებიან.

ტურის დასკვნით მატჩში კი, ლევერკუზენის “ბაიერმა” “ინგოლშტადტთან” წააგო საკუთარ მოედანზე. საერთოდ, მაიკ ვალპურგისის გუნდს საწყის 13 ტურში კინკილ გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ბოლო ორ ტურში კი მიჯრით მანამდე წაუგებელი “ლაიპციგი” და “ლევერკუზენი” დაამარცხა. შესაბამისად, “ინგოლშტადმა” ბოლო ადგილს კი არა, გასავარდნ ზონასაც დააღწია თავი. როჯერ შმიდტის ამბიციურ “ბაიერზე” კი რა გვეთქმის – ძალიან არასტაბილურია ამ სეზონში და თუ მეორე წრეში სიტუაცია მალევე არ გამოასწორა, ევროსაგზურებს მიღმა მოუწევს დარჩენა.

“დარმშტადტი” – “ბაიერნი” 0:1 (0:0) VIDEO

დრამშტადტი, “ჯონათან ჰეიმეს შტადიონი”

მაყურებელი: 17 400

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ესერი; ფედეცკი, ნიემეიერი (ჩოლაკი 78), სულუ, ჰოლანდი; ვრანჩიჩი, გონდორფი; სირიგუ, როზენტალი (იუნგვიტი 65), ჰელერი; შიპლოკი (ობინა 90)

მწვრთნელი: რამონ ბერნდროტი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი (რიბერი 69), ჩაბი ალონსო, ალკანტარა; მიულერი (კიმიხი 80), ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა (რენატუ სანჩესი 90)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 დუგლას კოშტა (71)

გაფრთხილება: როზენტალი (44) – ჩაბი ალონსო (76), ალონსო (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 13 (2) ბურთის ფლობა: 27%-73% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“ლევერკუზენი” – “ინგოლშტადტი” 1:2 (0:1) VIDEO

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 25 075

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; იედვაი (ჰავერტცი 46), ტაჰი, დრაგოვიჩი, და კოსტა (ვენდელი 46); ჩალჰანოღლუ, ბაუმგარტლინგერი (ბრანდტი 46), არანგიზი, კამპლი; ჩიჩარიტო, მეჰმედი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“ინგოლშტადტი” (3-4-2-1): ჰანსენი; მატიპი, როგერი, ტისერანდი; ჰადერგიონაი, მორალესი, კოენი, სუტნერი; გროსი (კიტელი 75), იუნგი (ლეველსი 90); ლეზჩანო (ჰინტერესეერი 75)

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

გოლები: 0:1 მორალესი (26), 1:1 მეჰმედი (63), 1:2 კოენი (73)

გაფრთხილება: არანგიზი (35, 49), იედვაი (59) – ტისერანდი (76), მატიპი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 17 (7) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: ფრან ვილენბორგი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 16 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 11, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 9, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 8, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 8.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.428432