ფეხბურთი

18:40 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის “დინამო” ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კლუბი ვლადიმერ დვალიშვილმა, ჯაბა ჯიღაურმა და რენე სანტოსმა დატოვეს. ხსენებულ მოთამაშეებს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურათ და მისი გახანგრძლივება არ მოისურვეს.

ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია თუ სად გააგრძელებენ ისინი თამაშს, მაგრამ რენე დიდი ალბათობით სამშობლოში დაბრუნდება, ხოლო ჯიღაური და დვალიშვილი უცხოეთში გააგორებენ ბურთს.

ვლადიმერ დვალიშვილი “დინამოში” მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაირიცხადა 17 თამაშში 3 გოლი გაიტანა, რენე სანტოსმა კი, 2015 წლიდან დღემდე 65 მატჩში ითამაშა და სმაჯერ დაამწუხრა მეტოქეები. რაც შეეხება ჯიღაურს, 2011 წლიდან ირიცხებოდა გუნდში და 120 თამაშში 29 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა ჯაბა 2013-2014 წლებში საჩხერის “ჩიხურაში” იყო განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112299