ფეხბურთი

20:55 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პატო იტალიაში დაბრუნებას აპირებს

ესპანური “ვილიარეალის” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს იტალიაში დაბრუნება უნდა. sky sport-ის ინფორმაციით, სამხრეთამერიკელს სურვილი შესაძლოა იანვარში აუხდეს და “რომას” მაისური მოირგოს. თანამშრომლობით დაინტერესებულია იტალიური გუნდიც და თავად პატოც.

ალეშანდრე პატოსთვის აპენინი ნაცნობი ადგილია. 2008-2013 წლებში “მილანში” თამაშობდა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

27 წლის ბრაზილიელი “ვილიარეალში” 2016 წელს გადავიდა და ამ დროისთვის 17 თამაშში 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში “ვილიარეალი” და “რომა” ხვდებიან ერთმანეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109316