ფეხბურთი

19:48 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” თავდამსხმელს იმატებს

იტალიური “ნაპოლი” შეტევას აძლიერებს – Sky Sport-ის ინფორმაციით, “ჯენოას” თავდამსხმელი ლეონარდო პავოლეტი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ნეაპოლიტანურ გუნდში გადაბარგდება.

წყარო იტყობინება, რომ ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და იტალიელი ფორვარდი უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. როგორც ცნობილი ხდება, “ნაპოლის” პავოლეტის შეძენა 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

29 წლის ლეონარდო პავოლეტი “ჯენოაში” 2015 წლის იანვრიდან მოყოლებული თამაშობდა და ლიგურიელთა მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 23 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111899