ფეხბურთი

16:29 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დასასრული 41 წლის ასაკში

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ალექსანდრ შოვკოვსკიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 41 წლის მეკარემ კიევის “დინამოსა” და დონეცკის “შახტარის” (3:4) მატჩის დასრულების შემდგომ განაცხადა:

“ყველაფერს, რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც გააჩნია – ჩემი 20-წლიანი კარიერა დღეს დასრულდა. ამ დროის განმავლობაში ვიყავი ძალიან ბედნიერი და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც მომცეს საშუალება დამეცვა “დინამოს” ღირსება. ასევე დიდი მადლობა გულშემატკივრებს”, - განაცხადა შოვკოვსკიმ.

ალექსანდრ შოვკოვსკის კიევის “დინამოს” გარდა სხვა გუნდში არ უთამაშია. მთლიანობაში მან დინამოელთა რიგებში 633 თამაში ჩაატარა. უკრაინის პრემიერლიგაში დებიუტი კი, 1994 წლის მარტში ჰქონდა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას – შოვკოვსკიმ უკრაინის ნაკრების ღირსება 1994-2012 წლებში 92-ჯერ დაიცვა. 2006 წელს კი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალიც ითამაშა. სხვათა შორის, მერვედიფნალურ ეტაპზე შვეიცარიასთან თერთმეტრიანების სერიაში მან სამი პენალტი მოიგერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127221