ფეხბურთი

15:15 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ნავალოვსკიმ “ვერიასთან” კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ნაკრების მცველს გიორგი ნავალოვსკის ახალი გუნდის ძებნა მოუწევს. როგორც მისი აწ უკვე ყოფილი კლუბის, “ვერიას” ვებგვერდი გვამცნობს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნაადრევად გაწყდა.

თუ რატომ დატოვა 30 წლის ქართველმა ბერძნული გუნდი ვადაზე ადრე, ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი ნავალოვსკი “ვერიაში” გასულ ზაფხულს გადავიდა და ოქტომბრის ბოლომდე ძირითად შემადგენლობაში უცვლელად ხვდებოდა. თუმცა, ბოლოს ამ გუნდის რიგებში 30 ოქტომბერს ითამაშა. მთლიანობაში ნავალოვსკიმ “ვერიას” ღირსება 8-ჯერ დაიცვა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115361