სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:42 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: “აქ ისეთ დეტალებს ექცევა ყურადღება, რაზე წარმოდგენაც არ მქონდა”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გიორგი აბურჯანია ის ფეხბურთელია, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ადვილი საქმე ხომ არაა, ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში გადახვიდე და 6 თვეში იმდენად კარგად წარმოაჩინო თავი, სეზონის ბოლოს გათამაშების საუკეთესო ლეგიონერებს შორის მოხვდე. თუმცა, ეს შარშან იყო, როცა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ტარაგონას “ხიმნასტიკის” ღირსებას იცავდა.

ზაფხულში აბურჯანიამ კლუბი დატოვა და “სევილიასთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა თავიდან თამაში ფარმკლუბში, “სევილია 2”-ში უწევს. ბევრმა ქართველს ეს გადაწყვეტილება მოუწონა, ბევრმაც დაიწუნა, მაგრამ მართებული ნაბიჯი იყო თუ არა, ამას მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს. მანამდე კი, სანაკრებო შეკრებისას აბურჯანიამ ტრავმა მიიღო, რომელიც სამწუხაროდ იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავიდან ველოდით.

ქართველი ნახევარმცველი მოედანს ახლახან დაუბრუნდა და გასულ უიქ-ენდზე “სევილია 2”-ის სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. worldsport.ge აბურჯანიას ესპანეთში დაუკავშირდა და ანდალუზიაში მიმდინარე პროცესებზე გაესაუბრა. ბოლოსკენ კი, საინტერესო ბლიც ინტერვიუც ჩავწერეთ...

- როგორ გრძნობ თავს გამოჯანმრთელების შემდეგ?

- თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობს. 3 თვე გამიცდა ტრავმის გამო და ეს საკმაო პერიოდია. ასე რომ, ნელ-ნელა ფორმას ვიღდგენ და ყველაფერი რიგზეა.

- როგორ შეეწყვე გუნდს და რამდენად ადვილად მიმდინარეობს ადაპტაციის პერიოდი?

- ჩემი აზრით, გუნდს კარგად შევეწყვე. ადაპტაციის პერიოდიც ნორმალურად მიმდინარებს. ერთი ისაა, რომ ტრავმა უდროო დროს მივიღე...

- “ანორთოსისი”, “ხიმნასტიკი”, “სევილია” – რაშია განსხვავება?

- ესპანეთში უფრო მაღალი ტემპია და ყველა უმნიშვნელო დეტალს ყურადღებას აქცევენ. მოედნები, ტელევიზიების მხრიდან გაშუქება, გულშემატკივარი არ აკლია სეგუნდადივიზიონს. ფეხბურთელების დონით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზად მიიჩნევა. რაც შეეხება “სევილიას”, ისეთ უმნიშვნელო დეტალებზე მიგითითებენ და გიმახვილებენ ყურადღებას, რაზე წარმოდგენაც არ მქონდა. წარმოიდგინეთ, 10-კაციანი ანალიტიკური ჯგუფი და 8 სკაუტი ჰყავს გუნდს. ყველა ნაბიჯს, ყოველ მოძრაობას მოედანზე აკონტორლებენ, იღებენ და აქტიურად მიდის შემდეგ მუშაობა ვიდეოფირთან - სად, რა, როგორ უნდა გაგეკითებინა. ერთი სიტყვით “სევილიაში” ყველაფერი იდეალურადაა.

- ყველაზე მეტად ვის დაუახლოვდი “სევილიაში”?

- კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- მთავარი მწვრთნელი რას ფიქრობს შენზე და პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბი თუ ესწრება “სევილია 2”-ის თამაშებს, ვარჯიშებს?

- მთავარი მწვრთნელი შეძლებისდაგვარად ესწრება თამაშებს. ასევე პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი. თუმცა, თუ ვერ ახერხებს მწვრთნელი დასწრებას, უკვე გარჩეულ და გაანალიზებულ მატჩს აუცილებლად ნახულობს.

- რატომ 23 ნომერი?

- მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ გადავედი “სევილიაში”, რადგან ვიზის საკითხები გვიან მოგვარდა. ამიტომ, დიდი არჩევანი არ მქონია ამ მხრივ...

- “სევილია 2” რადგან მეორე გუნდია, პრიმერაში გადასვლის უფლება არ აქვს. რა არის ამის ფონზე მიზანი?

- მართალია, პრიმერაში გადასვლის უფლება არ აქვს, მაგრამ მიზანი ჩემპიონატის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დამთავრებაა.

შემდგომ კი, საკმაოდ საინტერესო ბლიც ინტერვიუს ჯერიც დადგა.

- საუკეთესო მეკარე ისტორიაში?

- ჯანლუიჯი ბუფონი.

- საუკეთესო მცველი?

- სერხიო რამოსი.

- საუკეთესო ნახევარმცველი?

- ზინედინ ზიდანი.

- საუკეთესო თავდამსხმელი?

- ბრაზილიელი რონალდო.

- საუკეთესო მწვრთნელი?

- ალბათ, პეპ გვარდიოლა.

- თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდება?

- ასეთი უდაოდ ესპანეთი – საქართველოს მატჩია, რომელიც 1:0 მოვიგეთ.

- ყველაზე ლამაზი გოლი?

- დიეგო მარადონას გოლი 1986 წელს, ინგლისის ნაკრების კარში.

- ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც თუნდაც ერთი წუთი ითამაშებდი?

- რონალდინიო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.136116
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X