ფეხბურთი

23:05 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის ამბები

დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" დანის ჩემპიონატში "ლუნგბიუსთან" სტუმრად 1:1 ითამაშა და მეცხრე ადგილზეა. ქართველმა შემტევმა 60 წუთი ითამაშა. სხირტლაძეს ამ სეზონის 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" აუტსაიდერ "დიორმოტს" 1:0 სძლია და 12 გუნდს შორის, მეცხრეზეა. დაუშვილმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა, ბოლო წუთზე გაფრთხილებაც მიიღო.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" შინ 4:3 სძლია ხოჟუვის "რუხს" და პოლონეთის ჩემპიონატში ბოლოდან მეოთხე საფეხურზეა. "პლოცკი" აგებდა და თამაში შემოატრიალა. მერებაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე, ბევრს აქტიურობდა, საგოლე პასიც გააკეთა და არაერთხელ თავადაც შეეძლო გატანა.

პოლონეთში ნიკა ძალამიძის "გურნიკმა" შინ 3:0 აჯობა მესამეადგილოსან "ტერმალიცას" და ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა. ძალამიძე სათადარიგო იყო, თამაშმა არ მოუწია.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში "ხიმნასტიკმა" შინ წააგო "რაიო ვალეკანოსთან" (0:1) და ბოლო პოზიციაზეა. ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" განაცხადში არ გახლდათ.

უკრაინაში "ვორსკლამ" "ვოლინს" სანდრო კობახიძის გარეშე მოუგო - 1:0. კობახიძეს მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ ტოვებდა მატჩს.

0.114347