ფეხბურთი

18:45 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

42 წლის ზე რობერტომ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბრაზილიის ჩემპიონ “პალმეირასთან” გუნდის კაპიტანმა ზე რობერტომ კონტრაქტი გაახანგარძლივა. უცნაური ისაა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად 42 წლისაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივის.

“ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია დასახული მიზნების მიღწევაა. მინდა, ისტორიაში შევიდე და ჩემს ფოტოებს კლუბის გასახდელში ვხედვდე. ასევე, ლიბერტადორესის თასი ჯერ კიდევ არ მომიგია”, - ამბობს იგი.

ზე რობერტო ცნობილი ფეხბურთელია: 2002-2009 წლებში “ბაიერნში” 248 თამაში აქვს გამართული. გარდა ამისა, “ლევერკუზენსა” და “ჰამბურგშიც” იყო. ბრაზილიის ნაკრებშიც ერთი პერიოდი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არ უჭირდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111137