ფეხბურთი

13:44 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-სა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფეხბურთელმა 19 წლის ბიჭი სასიკვდილოდ სცემა

ფრანგული “რეიმსის” მცველი ანტუან კონტე დიდ შარში გაეხვა. როგორც ფრანგული მედია წერს, 22 წლის ფეხბურთელმა 19 წლის ბიჭს ბეისბოლის კეტით უმოწყალოდ სცემა.

ცნობილი ხდება, რომ ინციდენტი მას შემდგომ მოხდა, რაც კონტესა და მის მეუღლეს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდათ, 19 წლის უცნობმა ბიჭმა კი მანდილოსნის მხარე დაიჭირა, რაზეც კონტეს ზემოაღნიშნული რეაქცია მოჰყვა.

როგორც ირკვევა, დაზარალებულს კონტემ თავში მოარტყა კეტი. 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ჯაბა კანკავას თანაგუნდელს კი, რომელსაც თავის დროზე პსჟ-შიც უთამაშია, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

სხვათა შორის, მომხდარი საჯაროდ დაგმო “რეიმსმა” – საფეხბურთო კლუბმა თავის ვებგვერდზე დაწერა, რომ თუ კონტეს დანაშაული დამტკიცდება, მიესალმება მის სამართლებრივად დასჯას, რადგან დამნაშავე უნდა დაისაჯოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109626