ფეხბურთი

2:35 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: არველაძის “მაკაბს” გამარჯვება არ ეყო, “ფეიენოორდი” და “საუთჰემპტონი” ტურნირს დაემშვიდობნენ

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის 32 მატჩიდან 31 გაიმართა, ხოლო 1 უამინდობის გამო გადაიდო და დღეს გაიმართება. სამწუხაროდ, შოთა არველაძის “მაკაბი” გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფში ჩარჩა. ებრაელების ბედი გაიზიარეს “ფეიენოორდმა” და “საუთჰემპტონმა”. სამაგიეროდ, ფლეი-ოფში გავიდა “სელტა”, რომელმაც “სტანდარდის” წაბორძიკებით ისარგებლა.

A ჯგუფი

“ფეიენოორდმა”, მიუხედავად იმისა, “ფენერბახჩესთან” გამართულ საშინაო მატჩში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მინიმალური სხვაობით წააგო და ტურნირს დაემშვიდობა. თურქულ კლუბთან ერთად 1/16 ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” გავიდა, რომელმაც გასვლაზე “ზორია” მხიტარიანის და იბრაჰიმოვიჩის გოლებით ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ჯაბა ლიპარტია 72-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

ზორია – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 მხიტარიანი (48), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (88)

ფეიენოორდი – ფენერბახჩე 0:1 (0:1)

გოლი: სოუ (22)

B ჯგუფი

“აპოელმა” შინ “ოლიმპიაკოსი” დაამარცხა და პირველი ადგილი გაიფორმა, ხოლო ბერძნებს მეორე პოზიციით მოუწიათ დაკმაყოფილება. მეორე მატჩში, “იანგ ბოიზმა” “ასტანას” სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

აპოელი – ოლიმპიაკოსი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 და კოსტა (ს.კ.), 2:0 დე კამარგო (83)

იანგ ბოიზი – ასტანა 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ფრეი (63), 2:0 ოაროუ (66), 3:0 შჰიკი (71)

C ჯგუფი

“ანდერლეხტი” ბრიუსელში 62-ე წუთამდე 2:0-ს ამარცხებდა “სენტ-ეტიენს”, თუმცა დარჩენილ დროში სამი ბურთი გაუშვა და პირველი ადგილი ფრანგულ კლუბს დაუთმო. “მაინცმა” კი შინ ნიკა კვეკვესკირის “გაბალა” დაამარცხა, რომელმაც ასპარეზობა უქულოდ დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა.

მაინცი – გაბალა 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჰაკი (30), 2:0 დე ბლასისი (40)

ანდერლეხტი – სენტ-ეტიენი 2:3 (2:0)

გოლები: 1:0 ჩიფჩუ (21), 2:0 სტანკუ (31), 2:1, 2:2 სოდერლანდი (62; 67), 2:3 მონეტ-პაკეტი (73)

54-ე წუთზე საივემ (ს) პენალტი ვერ გაიტანა

D ჯგუფი

შოთა არველაძის “მაკაბიმ” საკუთარ მოედანზე “დანდალკი” დაამარცხა, თუმცა ფლეი-ოფში გასასვლელად ეს 3 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან “ალკმაარმა” შინ უმოტივაციოდ მყოფი “ზენიტი” დაამარცხა და მეორე ადგილი მოიპოვა.

ალკმაარი – ზენიტი 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 რიენსტრა (7), 2:0 ჰაპსი (43), 2:1 ჟულიანო (58), 3:1 ტანკოვიჩი (68), 3:2 ვუიტენსი (80 ს.კ.)

მაკაბი – დანდალკი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბენ ჰაიმი (21 პენ.), 1:1 დასა (27 ს.კ.), 2:1 მიჩა (38)

E ჯგუფი

პირველ ადგილოსანმა “რომამ” გასვლაზე უგოლო ფრე ითამაშა “ასტრასთან”, რითაც შეეძლო “აუტრიას” ესარგებლა და მეორე ადგილზე გასულიყო. ავსტრიელებს ამის გაკეთების დიდებული შანსი ჰქონდათ, რადგან მე-40 წუთისთვის ისინი 10-კაციან “პლზენს” 0:2-ს უგებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს ჯერ ჰორავამ გაქვითა ერთი ბურთი, ხოლო მეორე ნახევარში დურისმა დუბლი გაიფორმა და “აუსტრია” ჯგუფში ჩატოვა.

პლზენი – აუსტრია 3:2 (1:2)

გოლები: 0:1 ჰოლზჰაუსერი (19 პენ.), 0:2 როტპულერი (40), 1:2 ჰორავა (44), 2:2, 3:2 დურისი (72; 84)
გაძევება: ჯეჟდა (19 პ.)

ასტრა – რომა 0:0

F ჯგუფი

ამ ჯგუფში შემდეგი ეტაპის საგზური “ბილბაომ” და “გენკმა” გასულ ტურში მოიპოვეს და გასარკვევი მხოლოდ ის გახლდათ, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. ბასკებმა გასვლაზე გიორგი ქვილითაიას რაპიდთან ფრედ 1:1 ითამაშეს. ქართველი ფორვარდი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. მეორე მატჩი იტალიაში უნდა გამართულიყო: “სასუოლო” “გენკის” წინააღმდეგ, თუმცა უამინდობის, კონკრეტულად კი ძლიერი ნისლის გამო თამაში მეორე დღისთვის გადაიდო და ეს შეხვედრა დღეს 15 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. ბელგიელები ფრის შემთხვევაშიც პირველზე გავლენ.

სასუოლო – გენკი (დღეს გაიმართება)

რაპიდი – ბილბაო 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჯოელინტონი (72), 1:1 საბორიტი (84)

G ჯგუფი

“სტანდარდმა” საკუთარ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე, უმოტივაციო “აიაქსი” ვერ დაამარცხა, რითაც “სელტამ” ისარგებლა, გასვლაზე ბოლო ადგილოსანი “პანათინაიკოსი” დაამარცხა და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

პანათინაიკოსი – სელტა 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ასპასი (4), 0:2 ორელიანა (76 პენ.)

სტანდარდი – აიაქსი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ელ-ღაზი (27), 1:1 რამანი (85)

H ჯგუფი

მოვლენები დრამატულად განვითარდა H ჯგუფში. “ბრაგამ” საკუთარ მოედანზე ჯგუფის ლიდერთან “შახტართან” უშანსოდ წააგო და უკრაინულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი ქულების მაქსიმალური რაოდენობით დაასრულა. მარცხის მიუხედავად “ბრაგა” შემდეგ ეტაპზე მაინც გადიოდა, რადგან “გენტი” სტუმრად “კონიასპორს” ვერ უგებდა. თუმცა, კულიბალიმ მე-4 დამატებულ წუთზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანას და მეორე ადგილზე ბელგიური კლუბი გავიდა.

ბრაგა – შახტარი 2:4 (1:2)

გოლები: 0:1, 1:3 კრივტსოვი (22; 62), 0:2, 1:4 ტაისონი (39; 66), 2:4 ვუკჩევიჩი (89)

კონიასპორი – გენტი 0:1 (0:0)

გოლი: კულიბალი (94)

I ჯგუფი

პირველ ადგილოსანი “შალკე” გასვლაზე “ზალცბურგთან” დამარცხდა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარმა” “ნიცასთან” გამართული საგარეო მატჩში მას შემდგომ დათმო, რაც მოედნიდან გრანქვისტი გააძევეს.

ზალცბურგი – შალკე 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 შლახერი (22), 2:0 რადოშევიჩი (94)

ნიცა – კრასნოდარი 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 სმოლოვი (52), 1:1 ბოსეტი (64 პენ.), 2:1 ლე მარჩანდი (77)
გაძევება: გრანქვისტი (61 კ.)

J ჯგუფი

“ფიორენტინამ” გასვლაზე “ყარაბახს” აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო პაოკმა შინ “ლიბერეცი” დაამარცხა და ფლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა.

პაოკი – ლიბერეცი 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 გ.როდრიგესი (29), 2:0 პელკასი (67)

ყარაბახი – ფიორენტინა 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვესინო (60), 1:1 რეინალდო (73), 1:2 ჩიესა (76)
გაძევება: ჩიესა (84)

K ჯგუფი

ბოლო ადგილოსანმა “ინტერმა” საკუთარ მოედანზე ლიდერი “სპარტა” ედერის დუბლით დაამარცხა და კარი გაიჯახუნა, ხოლო “საუთჰემპტონმა” შინ “ბირ შევა” ვერ დაამარცხა და ფლეი-ოფის საგზური ებრაულ გუნდს დაუთმო.

ინტერი – სპარტა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:1 ედერი (23; 90), 1:1 მარეჩეკი (54)

65-ე წუთზე დოკალმა პენალტი ვერ გაიტანა (ს.)

საუთჰემპტონი – ბირ შევა 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბუზაგლო (79), 1:1 ვან დეიკი (91)

L ჯგუფი

ეს ჯგუფი თავიდანვე დაძაბულობით გამოირჩეოდა და ბოლო წუთებამდე ასე გაგრძელდა. “ვილიარეალმა” “ელ მადრიგალზე” “სტიაუა” მიიღო და მეტოქე ბოლოსკენ გატეხა, როდესაც რუმინელები 10 კაცით იყვნენ მინდორზე. გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ტრიგეროსმა გაიტანა და “ყვითელი წყალქვეშა ნავები” 1/16 ფინალში მე-2 ადგილით გავიდნენ. მეორე მატჩში, “ოსმანლისპორმა” საკუთარ მოედანზე “ციურიხს” სძლია და პირველი ადგილი მოიპოვა.

ოსმანლისპორი – ციურიხი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 დელარგე (73), 2:0 კილიკასლანი (89)

ვილიარეალი – სტიაუა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სანსონე (16), 1:1 აჩიმი (55), 2:1 ტრიგეროსი (88)
გაძევება: ტამაში (79 ს.)

0.260551