ფეხბურთი

15:23 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი "შლიონსკიდან" ზამთარში მიდის?

პოლონური პრესის ცნობით, 21 წლის ქართველი მცველი ლაშა დვალი, შესაძლოა, ზამთრის შესვენებისას სხვა კლუბში გადავიდეს. დვალი პოლონურ "შლიონსკში" თამაშობს და საკმაოდ კარგადაც. კლუბი ფინანსურად მოიგებს, თუ ქართველს გაჰყიდის.

პოლონურ პრესაში დაიწერა ამსტერდამის "აიაქსის" ვარიანტზე, თუმცა თავად დვალმა განაცხადა, რომ ჰოლანდიური კლუბიდან მას არავინ შეხმიანებია.

შეგახსენებთ, დვალს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2015 წელს კი ეროვნულ ნაკრებშიც დააწინაურეს.

თეგებილაშა დვალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114392