ფეხბურთი

12:15 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ დი სტეფანოს გადაასწრო

მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ დორტმუნდის „ბორუსიას“ ორი გოლი გაუტანა (VIDEO) და ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის ლეგენდა, ალფრედო დი სტეფანო ჩამოიტოვა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში გატანილი გოლები მისთვის 49-ე და 50-ე იყო ჩემპიონთა ლიგაზე. აქედან 16 მან „ლიონის“, ხოლო 34 „რეალის“ მაისურით გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით ბენზემა ფილიპო ინძაგის გაუტოლდა და მასთან მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფს. მის წინ ტიერი ანრი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან, რომელთა ანგარიშზეც 51 და 52 გოლია. პირველ ადგილზე ქარიმის თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუა - 95 გოლით.

0.118293