ფეხბურთი

2:45 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: 11 იღბლიანის მოლოდინში

ევროტურნირები 2016 წელს ევროპა ლიგით დაგვემშვიდობება. დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის 32 შეხვედრა გაიმართება, რომელშიც 1/16 ფინალური ეტაპის 11 ვაკანტური ადგილის მფლობელების ვინაობა გაირკვევა.

მთელ რიგში ჯგუფებში უკვე ყველაფერი გარკვეულია, რამდენიმე ჯგუფში მხოლოდ ერთი გუნდია შემდეგ ეტაპზე გასული, ხოლო ზოგიერთში – ორივე საგზური ვაკანტურია.

A ჯგუფი

A ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი სამ გუნდს აქვს. “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე ბოლო ადგილოსან “ზორიას” ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ყველა ვარიანტში შემდეგი ეტაპის საგზურს ინაღდებს. რაც შეეხება მეორე მატჩს, “ფეიენოორდი” საკუთარ მოედანზე “ფენერბახჩეს” მიიღებს და იმისთვის, რომ საკუთარ შედეგზე გახლდეს დამოკიდებული, ორბურთიანი სხვაობით მოგება მართებს, რათა თურქულ კლუბს ურთიერთშეხვედრებში აჯობოს (გასვლაზე 0:1 აქვს წაგებული).

22:00 ზორია – მანჩესტერ იუნაიტედი
22:00 ფეიენოორდი – ფენერბახჩე

B ჯგუფი

“აპოელმა” და “ოლიმპიაკოსმა” ფლეი-ოფის საგზურები გასულ ტურში გაინაღდეს და ერთადერთი რაც გასაკვევია, კლუბების ზუსტი ადგილებია.

22:00 აპოელი – ოლიმპიაკოსი
22:00 იანგ ბოიზი – ასტანა

C ჯგუფი

აქაც ყველაფერი გარკვეულია – “ანდერლეხტი” და “სენტ-ეტიენი” 1/16 ფინალში არიან და გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს.

22:00 ანდერლეხტი – სენტ-ეტიენი
22:00 მაინცი – გაბალა

D ჯგუფი

“ზენიტმა” შემდეგი ეტაპის საგზური მეოთხე ტურში გაიფორმა, ხოლო მეორე ადგილზე გასვლის შანსი სამივე გუნდს აქვს. მე-2 ადგილოსანი “ალკმაარი” საკუთარ მოედანზე “ზენიტს” დაუპირისპირდება და თუ მოიგებს ფლეი-ოფშიც გავა. შოთა არველაძის “მაკაბი” კი, შინ “დანდალკს” მიიღებს.

22:00 ალკმაარი – ზენიტი
22:00 მაკაბი – დანდალკი

E ჯგუფი

“რომამ” ფლეი-ოფში თამაში გასულ ტურში გაინაღდა, ხოლო მეორე ადგილზე გასვლის შანსი “ასტრას” და “აუსტრიას” აქვთ. “ასტრა”, რომელსაც 7 ქულა აქვს შინ “რომას” ხვდება, ხოლო 5-ქულიანი “აუსტრია” გასვლაზე ბოლო ადგილოსან “პლზენს” დაუპირისპირდება.

22:00 ასტრა – რომა
22:00 პლზენი – აუსტრია

F ჯგუფი

წინა ტურში აქაც ყველაფერი დასრულდა: “გენკი” და “ბილბაო” შემდეგ ეტაპზე არიან და მხოლოდ 1-2 ადგილოსნების ვინაობაა გასარკვევი.

22:00 რაპიდი – ბილბაო
22:00 სასუოლო – გენკი

G ჯგუფი

“აიაქსმა” 1/16 ფინალში თამაში ორი ტურის წინ გაინაღდა, ხოლო მე-2 ადგილისთვის “სტანდარდი” და “სელტა” იბრძვიან. ბელგიელები შინ ამსტერდამულ გრანდს მიიღებენ, ხოლო “სელტა” საბერძნეთში ბოლო ადგილოსან “პანათინაიკოსს” ეთამაშება.

00:05 პანათინაიკოსი – სელტა
00:05 სტანდარდი – აიაქსი

H ჯგუფი

აქაც წინა ჯგუფის მსგავსი მდგომარეობაა. “შახტარი” ფლეი-ოფში ორი ტურის წინ გავიდა, ხოლო მეორე საგზურისთვის ორი კლუბი: “ბრაგა” და “გენტი” იბრძვიან. პორტუგალიური გუნდი შინ “შახტარს” მიიღებს, ხოლო ბელგიელები გასვლაზე “კონიასპორს” დაუპირისპირდებიან.

20:00 ბრაგა – შახტარი
20:00 კონიასპორი – გენტი

I ჯგუფი

“შალკე” ქულათა მაქსიმუმით პირველ ადგილზეა, მეორე საფეხურზე კი “კრასნოდარი” გავიდა და ფლეი-ოფში თორნიკე ოქრიაშვილის ხილვის საშუალებაც გვექნება.

00:05 ნიცა – კრასნოდარი
00:05 ზალცბურგი – შალკე

J ჯგუფი

“ფიორენტინამ” გასულ ტურში უკანასკნელ წუთზე წააგო პაოკთან და ჯგუფში მდგომარეობა გვარიანად აირია. იტალიელები 99,9%-ით მაინც 1/16 ფინალში არიან (“ყარაბახთან” 5:1 აქვთ მოგებული), თუმცა აზერბაიჯანული კლუბის საქმე საკმაოდ გართულდა. ისინი ბაქოში ფლორენციულ კლუბს მიიღებენ, ხოლო პაოკი “ლიბერეცს” უმასპინძლებს.

K ჯგუფი

“სპარტა” პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილის ბედი კი, “სენტ მერი სთედიუმზე” გაირკვევა, სადაც ადგილობრივი “საუთჰემპტონი” “ბირ შევას” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში 1/16 ფინალში ითამაშებს.

00:05 საუთჰემპტონი – ბირ შევა
00:05 ინტერი – სპარტა

L ჯგუფი

ფლეი-ოფში გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს L ჯგუფში. ბოლო ადგილოსანი “ვილიარეალი” (6 ქულა) საკუთარ მოედანზე მე-2 საფეხურზე მყოფ “სტიაუას” დაუპირისპირდება (6 ქულა). ლიდერი “ოსმანლისპორი” კი, “ციურიხს” (6 ქულა) უმასპინძლებს. როგორც ხედავთ, სიტუაცია ძალიან დაძაბულია და ოთხივე გუნდი საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

20:00 ოსმანლისპორი – ციურიხი
20:00 ვილიარეალი - სტიაუა

0.148684