ფეხბურთი

19:06 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსული პრესა: "ეთნიკოსი" ზამთარში კაჭარავას ვერ შეინარჩუნებს

როგორც იცით, ნიკა კაჭარავამ გასულ უქმეებზე ორი გოლი გაიტანა "ეთნიკოსი"-"არისის" მატჩში (2:0), ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა (VIDEO) და საერთოდაც, ნიკამ კვიპროსზე სახელი უკვე დაიგდო.

კვიპროსული პრესის ცნობით, აშნასის "ეთნიკოსი" ამ ზამთარს კაჭარავას ვერ შეინარჩუნებს, რადგან ის ქვეყნის წამყვან კლუბებს სურთ. დაინტერესებაზე საუბრობს "ეთნიკოსის" პრეზიდენტი კიკის ფილიპუ - უკვე გვაქვს შემოთავაზებები და უნდა ვეცადოთ, რომ ქართველი თავდამსხმელი ზაფხულამდე შევინარჩუნოთო.

აღნიშნულ მატჩს საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც უყურა. ის ნიკა კაჭარავას ნათლია გახლავთ... შეგახსენებთ, ქეცბაია ბოლოს ათენის აეკ-ში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105222