ფეხბურთი

13:13 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მცირე ფინალის წილისყრა: დინამო ბათუმი - დინამო თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს მცირე ფინალის წილისყრა გაიმართა.
ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა 10 დეკემბერს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩის სტუმარ-მასპინძელი გაარკვიეს.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყდა, რომ მცირე ფინალში ფორმალური მასპინძელი ბათუმური კლუბი იქნება. გუნდებმა უკვე შეათანხმეს სათამაშო ფორმების ფერებიც: ბათუმელები ლურჯი ფორმით ითამაშებენ, თბილისელები კი - თეთრით. შეხვედრა 10 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.