ფეხბურთი

19:23 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

თელ ავივის "მაკაბის" ფანები შოთას უტევენ

თელ ავივის "მაკაბის" ფანები შოთა არველაძეს უტევენ. ქართველი მწვრთნელი ძალიან პოპულარული იყო ზაფხულში, როცა გუნდი ეტაპ-ეტაპ მიიყვანა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე, მაგრამ ბოლო ტურებში ქვეყნის ჩემპიონატში წარუმატებლობამ შოთას რეიტინგი ძირს დაიყვანა.

თელ ავივის "მაკაბი" მეორე ადგილზეა, მაგრამ უკვე 10 ქულით ჩამორჩა ლიდერ ბეერ შევას "ჰაპოელს". ეგეც არ იყოს, ბოლო 8 თამაშში (ევროპის ლიგიანად) შოთას გაწვრთნილებმა მხოლოდ ერთი მოიგეს, დანარჩენ 7 მატჩში კი გოლი ვერ გაიტანეს...

ბოლო მატჩი გასულ უქმეებზე ჰქონდათ აუტსაიდერ "აშკელონთან" და 0:0 დაასრულეს. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, ფანების დიდი ჯგუფი "მაკაბის" ავტობუსთან სკანდირებდა შოთას გადადგომის მოთხოვნით.

0.113516